აზრზე მოსვლის თიბათვე
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 22, 2019
- 2 min read
ტერეზას გეგმა ჩავარდა - ბრიტანეთის პარლამენტმა მის წინადადებებს მხარი არ დაუჭირა. პროცედურები, რომლებიც „დარჩა“, „თავდება“ - 30 ივნისი უკიდურესი ვადაა.
დღე და ღამ გავაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ მხარდაჭერა უზრუნველვყო ბრექსითის გეგმის ჩემი ვარიანტისთვის
განაცხადა მეიმ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 29 მარტი არაფრით გამორჩეულ დღედ დარჩება.

უცნაური თვეა მკათათვე - მთელი წლის მანძილზე, სხვა არც ერთი თვეთაგანი და არასდროს დაიწყება იმ დღეს, რომელ დღესაც იგი - ივნისი. მაგრამ ეს ისე, სიმბოლიზმის პაროდიად გავასაღოთ. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს.. Brexit-ის მიმართ, სრულიად ნეიტრალური ვიყავი იმ დრომდე, ვიდრე, ერთ-ერთი მსჯელობისას, ამგვარ აზრზს არ გადავაწყდი: ევროკავშირის დაშლა გადაწყვეტილი შესაძლოა არ არის, მაგრამ ბრიტანეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა პოტენციური „იმიტატორებისთვის“ ესწავლებინა, თუ რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. რად სურდა ეს ბრიტანეთს და ვინ არიან ეს პოტენციური „იმიტატორები“? ვის სურს მიბაძოს ლონდონს? ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ, საბოლოოდ, თითოეული მათგანი მივა იქ, სადაც არა ერთ ქვეყანას გვარიანად მობეზრდა გერმანიის ფინანსური ჰეგემონია და უკვე მართლაც სასაცილოა საფრანგეთის ილუზია, თითქოს ლიდერიად ლუი XIV ან საფრანგეთის იმპერატორად მოვლენილი კორსიკელი ჰყავს და არა მაკრონი, რომელსაც აქვს შანსი, ლე პენის „მარცხენას“ ემსხვერპლოს - ბოლო თვეებია ვხედავთ, რომ ავადსახსენებელ მამიკოზე უარესი მარინ, „მაგრად ირტყმეინება“. დააკვირდით: ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რაღაც დამოუკიდებელ შეირაღებულ ძალებზე საუბრობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი კავშირში ლამის აღარ მიისწრაფის, ეს ჯერ არარსებულ სამხედრო ძალები გერმნია-საფრანგეთის „ტვირთია“. კაცმა არ იცის, რა გამოვა ამ განზრახვიდან, მაგრამ ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - ევროკავშირის დაშლა ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირს არ აწყობს ახლა, როდესაც მას ჯერ კიდევ ჭირდება შტატები. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მეიმ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს მისერა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვების პროცესი გადავდოთო.
არადა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტს იგეგმებოდა, მაგრამ ბრიტანეთის თემთა პალატამ 30 ივნისამდე გასვლას დაუჭირა მხარი და არა 29 მარტს, როგორც იგეგმებოდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არავითარი სხვა რეფერენდუმი აღარ შედგება - ეს ბრიტანეთის პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებაა.
Comentários