„ალყიდან, დიდგორამდე“
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 4, 2019
- 1 min read
ეს ჩანაწერების მეთორმეტე სერიაა. მოდით, ვაღიაროთ: რუსეთმა შეძლო და საქართველოში თავდასხმის თარიღად, მსოფლიოს 08/08 შეტენა. მე თუ მკითხავთ, კონკრეტულად ეს ოპერაცია 27 ივლიის დაიწყო, მაგრამ უშუალოდ „ოფიციალური“ შემოჭრის თარიღად, 7 აგვისტოს გატანაც ვერ შევძელით.

ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ კი ვიტყვი, რომ ახლა პუტინი იმის მომთავრებას ცდილობს, რაც მაშინ, ჩვენი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ვერ შეძლო. სწორედ ამით იქნა განპირობებული ოპერაციის ის „ჩანართი“, რომელიც 2012 წლეს არჩევნების გზით და მთელი მანქანების მეშვეობით ჩატარდა. მაგრამ ამ ყველაფერს, იმთავითვე ორი საფეხური ჰქონდა. თუ პირველი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანა გახლდათ, მეორე ამ ხელისუფლების მეშვეობითა და გზით, იმის მიღწევა, რაც დღეს გვაქვს რეალობად - რუსულ ეკონომიკასთან არა თუ სასურველზე, არამედ საჭიროზე მჭიდრო ბმა, რუსული კაპიტალთან ამხანაგობა და, ზოგადად, პროპრუსული პოლიტიკა, როგორც შიდა საქმიანობაში, ისევე, საერთაშორისო ასპარზეზზე და ეს უკანასკნელი, ძირითადად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულებაშია გამოხატული. ნუთუ კიდევ ვინმე ვერ ხედავს, რომ კრემლისა და მისი აქაური ემისრების მეცადნიებით, ხელოვნურად იქმნება და გეგმზაზომიერად ინერგება სწორედ ის სურათი და განცდა, რომელიც მაქსიმალურად გვაახლოვებს ავბედითი „გიროგიევსკის ტრაქტატის“ შემდგომ ატმოსფეროს - საფრთხეების ალყაში მყოფი, სასოწარკვეთილი, მოსახლეობისგან დაცლილი და ლამის გამქრალი საქართველო.. მუდამ მზადყოფნაში მყოფი „მხსნელი“ დავასახელო თუ მიხვდით? ამის პარალელურად, სწორედ მისი ინტერესია, რომ მოგონილი საფრთხეებით, პოლარიზებითა და ეკონომიკური სიდუხჭირით გაჟღენთილი ქართველობა, ვერ იცლის განვითარებაზე, შენებაზე, შემოქმედებით მიდგომაზე, რუდუნებასა და გამარჯებაზე ფიქრისთვის, რადგან სანგარში ზის. შესაბამისად, ძრავი დგას. ხმებს კი, ხელონურად გამოსცემენ.
Comments