top of page

ამას, თქვენ არ წყვეტთ!

აი, რომელიღაც კუმ გამოყო ფეხი, მეც ნახირ-ნახირო და დააბრეხვა, ილუზიებში ნუ იქნებიან „ნაციონალები“, ერთი ეგ იყო, რომ თავი წამოგაყოფინეთ და მორჩაო.

თუ კი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, იქვე, რომელიმე ნაცნობის ან უცნობის პოსტს ნახავდით : „ნაცების დაბრუნება დაივიწყეთ!“ და ამგვარი მოტივები.. გაოცებას ვარ!

ანუ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ჩვენივე თანამოქალაქენი, რომლებიც მთლად კარგად ვერ აცნობიერებენ არჩევნების ზოგადად, და ამომრჩევლის კონკრეტულად, როლს და არსს.

ამ ხალხს ჰგონია, რომ აქ რაღაც გავლენით, ნაცნობ-მეგობრებით და სხვა ტომობრივ-კლანური ბერკეტებით, ძალადობრივი აქტებით ერის მართვა კვლავ შესაძლებელია. ერისა, რომელიც ჯერიდან ჯერზე ადასტურებს, რომ სხვისი რა მოგახსენოთ და მას, კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი როლი, პასუხისმგებლობა და უფლების იმპერატიულობაც. ქართველი ხალხის ნება ამ ეტპაზე მკაფიოდაა გამოხატული და ის ამ სიცხადეს არც მეორე ტურში დაკარგავს.

ყველა აღგვაშფოთა სამცხე-ჯავახეთის მოვლენებმა. მე არ ვიცი სინამდვილეში რა როლი აქვს აქ დეპუტატ მრკოიანს ან მის ძმას, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო ამ უმსგავსობის უკან, ის მტერია - ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. სამხრეთ საქართველოში ჩადებული „ნაღმების“ შესახებ ყველამ დიდი ხანია ვიცით და ისიც კარგად მოგვეხსენება, თუ საიდან იკვებება ეს რაღაც ყოვლად უსაფუძვლო, ისტორიული სინამდვილისგან სრულიად დაცლილ მითებზე აგებული სეპარატიზმი. ის ხანდახან გვახსენებს ხოლმე თავს, თუმცა ისიც უნდა ითქვს, რომ პერიოდულად, გულუბრყვილოდ ვთვლიდით, რომ „ჭრილობამ“ საბოლოოდ მოიკრა თავი.

ეს განსაკუთრებით მას შემდეგ იგრძნობოდა, რაც რუსულმა სამხედრო ბაზამ იქაურობა დატოვა, თუმცა გარკვეული „ღონისძიებების“ გატარება მას მერეც გამხდარა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღმი ნაღმია, ახლა, ამ პირობებსა და ვითარებაში, ვფიქრობ მაინც დიდი საფრთხის შემცველი არაა. ამის თქმის საშუალებას ის მაძლევს, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ - ქართველი ძალოვანები სწორედ რომ ქართული სახელმწიფოს სამსახურში დგანან და ერთი-ორი შეთხვევითი კაცი (რბილად რომ ვთქვა), სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებას ვერავის აიძულებს. ხოლო ასეთ შემთხვევაში, ფინალი, გნებავთ პასუხი, მკაცრი და ცალსახა იქნება. მაგრამ, მეორესმხრივ, თუ კი საკითხს უფრო ვრცელ, რეგიონულ კონტექსტში განვიხილავთ, თავისუფლად შეგვიძლია ეს ყოველივე სომხეთში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს დავუკავშიროთ და ვთქვათ, რომ ჩვენთან და მეზობლებთან მიმდინარე პროცესები, ერთი ბრძოლის ორი ცალკეული ეპიზოდია. ამ ბრძოლას რუსეთი აწარმოებს და, შესაბამისად, ეპიზოდების ინსპირატორიც იგია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page