ამერიკა მოვიდა
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 13, 2018
- 2 min read
ჯონ ბოლტონის ვიზიტის გამო ადრეც ვწერდი. ტრამპის მრჩევლის რეპუტაცია, ტიპაჟი და, რაც მთავარია, თანამდებობა, იმთავითვე გულისხმობს, რომ მას ბევრი საიდუმლო აქვს.

ის ე. წ. „ქორების“ გამორჩეული წარმომადგენელია და პირველი რამ, რაც ახლა მასთან დაკავშირებით გამახსენდა, ეს ჯოჯოხეთის მოწყობის საჯარო და დაუფარავი დაპირებაა, რომელიც მან ირანს გაუგზავნა მისი კავკასიური ვიზიტი, მიუხედავად იმისა, რომ ლამის სამი კვირა გავიდა, კვლავაც მსჯელობის საგანია. განსაკუთრებით რუსეთში, საიდანაც ტრამპის მრჩეველი ჩამოვიდა. ეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩამოსვლა.. და სწორედ რომ მოსკოვიდან, ჩამოსვლა... „ჯაველინების“ რუსეთისთვის მიყიდვის „ამბავი“, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ „ყელი გამოჭრა“ ეს ყველაფერი, სხვა და სხვა თეორიებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და მით უფრო კრემლის მედიაში, სადაც ყველაფერში „მტრის მზაკვრულ გეგმას“ ხედავენ. მაგალითად, ბოლტონის twitter-ში, სადაც მან მაშინ დაწერა, რომ ტურნეს ფარგლებში, მოკავშირეებთან და მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ამერიკის ინტერესების გასატარებლად და ამ კონტექსტში, უსაფრთხოების საკითხთა ფართო სპექტრის შესახებ სასაუბროდ მიემგზავრება. აი, სწორედ ეს ფრაზა იწვევს რუსთა დუჟს. ნუ, ის, რომ ამერიკის მაღალჩინოსანი სადღაც ამერიკული ინტერესების გასატარებლად იღწვის, რა გასაკვირია, მაგრამ ფრაზა „ამერიკის ინტერესები“ ძალიან განზოგადობულად ჩაუთვალეს, ხოლო ამ „უსაფრთხოების საკითხთა ფართო სპექტრი“-ს გამო, ყოველივე კიდევ უფრო გართულდა და დაიწყო კიდეც ჰიპოთეზების ლაწა-ლუზი. რა იმალება ამ ფრაზის მიღმა? ითვალისწინებენ თუ არა რუსეთის ფაქტორს? ამ ბოლო შეკითხვას სვავენ ჟურნალისტები, ექსპერტები, ბლოგერები და, ცხადია პოლიტიკოსებიც, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს, რომელმაც კავკასიელთა ინტერესები ისტორიის არც ერთ ეტაპზე გაითვალისწინა და მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური თუ „ველიკოდერჟავული“ მისწრაფებების სამსახურში მოქმედებდა.
საბოლოო ჯამში, როგორც ანონიმური, ნახევრად ანონიმური წყაროები, ექსპერტები და მედია ასკვნიან, საქმე კავკასიაში ამერიკის ინტერესების საბოლოო ინვენტარიზაციას ეხება. აშშ-ს კავკასიაში ერთდერთი რეალური მოკავშირე ჰყავს - საქართველო და ცხადია, ამ საკითხზე საუბრის ძირითადი ნაწილიც სწორედ მასთან შედგებოდა, მაგრამ მოსკოვიდან დაუყოვნებლივ თბილისში და შემდეგ ვაშინგტონში გამგაზვრება, სულ სხვა ჟღერადობას შეიძენდა და ამიტომ, ყოველივე საერთოკავკასიური ტურნეს „გარნირით„ იქნა შემოთავაზებული. ცხადია ეს ამ ეტაპზე მაქსიმუმია, რაც ამ ვიზიტის ირგვლივ ნახევრადდადასტურებულად შეიძლება ითქვას. ვერაუდები იმდენი გამოითქვა და ისეთი ფანტასმაგორიულებიც კი, რომ ჯობს უყურადღებოდ დავტოვოთ. ფაქტია აშშ რეგიონში კიდევ უფრო გააქტიურდა და აქ სულ უფრო საგრძნობია სამხედრო ელემენტი. ამის დასტურია ის წრთვნებიც, რომელიც ახლახანს საქართველოს აკვატორიაში გაიმართა. NATO-ს ეგიდით გამართულ ამ სწავლებაში მხოლოდ ამერიკული ხომალდები არ მონაწილეობენ, თუმცა საქმეში პირველად გამოიცადნენ მოკავშირისგან ჩვენთვის ამასწინად გამდოცემული თანამედროვე კატარღები „დიაკურია“ და „ოჩამჩირე“. სხვათა შორის, ამ საკითზე საუბრისას, საგულისხმო მონაცემს აქვეყნებს press-unity. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელ სამხედროთა 70% თვლის, რომ მალე აშშ-ს სრულმასშტაბიან საომარ მოქმდებებში ჩართვა მოუწევს და მისი სავარაუდო მტრებს შორის, რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
Kommentare