ამერიკა მსოფლიო წესრიგს აუჯანყდა
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 10, 2018
- 3 min read
Updated: Feb 26, 2019
SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის ჩახსნა უფრო შეხსენაბას დაემსგავსა, ვიდრე კონკრეტულ ქმედებას. მოგვიანებით ეს ამ იდეის ავტორმა, კურტ ვოლკერმა დააადასტურა ვრცელ ინეტრვიუში, რომელიც „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
„დიახ, ამას ბირთვული ოპცია ეწოდება, თუმცა ის რჩება შესაძლო ვარიანტების სიაში. ეს ძვირი დაუჯდება რუსეთს, თუმცა ასევე ჩვენს პარტნიორებსაც. მაგრამ ამგვარი შესაძლებლობა სულ უნდა გვქონდეს, რომ ავღკვეთოთ რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებები“
ამის პარალელურად, გაიჟღერა იმ რუსული ხომალდებისთვის ევროპისა და ამერიკის ჩაკეტვის იდეამ, რომლებიც ყირიმის ან აზოვის ზღვის პორტიდან გამოვლენს:
„ეს ძალიან ორიგინალური და ძლიერი იდეაა, ვნახოთ. განავითარებენ მას, თუ არა. მას ჩვენც განვიხილავთ“

გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც აღნიშნული იდეა ეკუთვნის, უბრალოდ ვინმე არ გახლავთ - მალე, ანაგრეტა კრამპ-კარემბაუერი მერკელს ჩაანაცვლებს. ქრისტიან-დემოკრატების თავჯდომარედ, უკვე დადგინდა, ასე რომ, ძალიანაც არ დავაშავებთ, თუ ვიტყვით, რომ იდეა გერმანიის მომავალ კანცლერს უკუთვნის.
იმ ფონზე, როდესაც „ანგელა ბიცოლა“ და მისი ფრანგი დოსტი, სანქციათა ახალი პაკეტის შემოღებას სკეპტიკურად მიუდგნენ, ეს ფაქტი სულ სხვა დატვირთვას იძენს.

მაგრამ, მანამდე, ეს მხოლოდ ერთი მუქარანარევი ნაბიჯთაგანი გახლდათ? ნაბიჯი, როგორც საპასუხო რეაქცია მოსკოვის იმ დანაშაულებრივ, თავხედობამდე პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელსაც ამასწინად ჰქონდა ადგილი და, სინამდვილეში, დასავლეთს მსგავსი ჯერ არაფერი განუზღახავს? ფაქტია, ამ განცხადების პარალელურად, იარღაღის ბრანცა-ბრუნციც გაისმა. რუსეთმა პასუხი არ დააყოვნა და მისი დიდი სამხედრო ძალის უკრაინის საზღვართან კონცენტრაცია, ასე უნდა წავიკითხოთ: მე, რუსეთს, რომელსაც უსაფუძვლო ამბიციების გარდა, ჩემი არა მაბადია რა, უფრო ძვირი დამიჯდება ეს ყველაფერი, თუ შენ?
ეს ცირკი, რომელისც დღეს ზესახელწიფო რუსეთი ჰქვია, ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, აპრიორი არაა იქ, სადაც უნდა ბრძანდებოდეს - ასე თვლის ლამის ყველა, ცხადია, გარდა თავად რუსეთისა. დიახ, რუსეთი არაფრით შეესაბამება დროს და თუ კი ჯერ კიდევ (ჯერ კიდევ!) მნიშვნელოვან რესურსებსა და ზომას არ მივიღებთ მხედველობაში, რას ეფუძნება იმ სახელმწიფოს სიდიადე, რომელიც ინსულინსაც კი ვერ აწარმოებს, ვერ მოგახსენებთ.
მესმის, იდეათა ჭიდილთან გვქონდეს საქმე, მაგრამ აქ საუბარი სულ სხვა რამეზეა. გახსოვთ პუტინის ფრაზა: „და რად გვინდა მსოფლიო, სადაც არაა რუსეთი?“
ტიპიური შემთხვევაა.
ადრეც არა ერთხელ მითქვამს და ახლა, თუ კი მცირე პერიფრაზს დავუშვებ, ეს ასე გაიჟერებს: რუსეთს კაცობრიობაში უყვარს თავისი თავი და არა კაცობრიობა საკუთარ თავში. და ამას ძალიან მარტივი მიზეზი ვაქვს - ის, ეფუძნება რა ისტორიულ სიყალბესა და გამუდმებულ პროვოკაციებს, გატეხილ სიტყვას და უღირსებას, თავს ამ ყველაფრის ნაწილად კი არა, მსხვერპლად ასაღებს და ეს ნიღაბია, რომელიც ჯერ კიდევ ეფექტურია - თუმცა ახლაც, როგორც მუდმივად, მხოლოდ საკუთარ ტვინგფამორეცხილ მოსახლეობაზე ზემოქმედების კუთხით.
რუსეთში კონსტრუქციულობის მარცვლის მოძიების დაუღალავი მცდელობები, ყოველთვის მარცხით სრულდებოდა. შანტაჟი ჭრიდა და ჭრის, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მანამდე კი რუსეთიცა და მისი პუტინიც (ან, პირიქით - პუტინიცა და მისი რუსეთიც), როგორც არასრულყოფილების კომპელქსით შეპყრობილს შეეფერება, დასავლელთა ყველა მცდელობას, ყოფილიყვნენ კონსტრუქციულნი, აღიქვამდა სისუსტედ და, აკი ვიცით, მადა ჭამაში მოდის. მაგრამ რამდენად დააზარალებს პუტინს და მის „შაიკას“ ეს SWIFT-დან ჩახსნა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მათი ძლევამოსილება შავ ფულზე დგას?
როგორც ჩანს, არც ისე დიდად. მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში, ვთქვათ იმავე ლონდონში, რომელიც რუსული ოლიგარქიული კაპიტალის ერთგვარ მექად მიჩნევა, რუსებს ყველაფერი ისე აქვთ გაკრიალებული, რომ ძნელია, რაიმე ალალეგალურს მიაგნო. ამის მიზეზი კი ბრიტანული კანონდმებლობის ძალიან მკაცრი წესებია და თუ კი ისინი დაცული გაქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინმემ რამე აღმოგიჩინოს. ასეთივე მდგომარეობაა უძრავ ქონებასთან დაკვაშირებთაც - ყველაფერი სხვაზე პიროვნებებზე და რამდენჯერმეა გადაფორმებული და იმდენად „ფილიგრანულადაა“ შეფუთული, რომ არც ეს გახდება რაიმე სერიოზული პრობლემების წყარო. მაშ რაღაა ის ეფექტი, რომელიც SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის „გაძევებით“ კაცობრიობამ უნდა მიიღოს? კი, ეს შეუქმნის რიგ კომპანიებს ანგარიშსწორებისას პრობლემებს.
კი, ეს გამოიწვევს რყევებსა და ფასების აწევა-დაწევებს, მაგრამ, საბოლოოდ, რუსეთი ამას გადალახავს.
ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკა და მოკავშირეები დარტყმას განახორციელებდნენ მთელს ამ ჩამყაყებულ და დრომოჭმულ მსოფლიო წესრიგზე, რომელიც უკვე ვეღარ პასუხობს თანამედროვეობას.

პომპეომ პანდორას ყუთი გახსნა. გაერო ანაქრონიზმია; სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, უკონტროლო კორპორაციები; ევროკავშირი.. აშშ-მ განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა სურს. ვნახოთ. ცხადია, ამ ყველაფერს წინააღმდეგობაც ბევრი შეხვდება, მაგრამ მეორეს მხრივ, მკაფიოდ გადანაწილდება ძალები და ორჭოფობისთვის, შემრგიგებლობისთვის და ამგვარი კატეგორიებისთვის, დრო აღარავის ექნება. საბოლოოდ კი, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც კაცობრიობის იტორიის არა ერთი მაგალითი გვასწავლის - როდესაც წინააღმდეგობები ესოდენ დიდია და როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვინ მარჯვნივ და ვინ მარხნივ, და როდესაც ძალები ამდენად სერიოზულია, იშვიათად ხდება ხოლმე, რომ საქმემ სანგარში არ გადაინაცვლოს. Para Bellum! - ხშირად ვამბობ და ამ შემთვევასი მხოლოდ იმის სურვილი მამოძრავებს, რომ კარგად ვაცნობიერებდეთ არა მხოლოდ მსოფლიოში ჩამომდგარ ვითარებას, არამედ საკუთარ როლსაც, რომელიც, ვეჭვობ ყველა ჩვენგანს ბოლომდე არც აქვს გაცნობიერებული
Comments