ან შავი, ან თეთრი. გაიწირა გოგაშვილი?
- კოტე ნიშნიანიძე
- May 8, 2019
- 3 min read
Updated: May 9, 2019
დღეს, აბსურდით და, მით უფრო აბსურდული შინაარსის გამოთქმით, ვიღას გააკვირვებ, მაგრამ ამ „ერთფეროვნებაშიც“ კი გამოანათებს ხოლმე, პერიოდულად. ნუ, პრიზიძენწ ზურაბიშვილის ჰეგემონია აქ უებროა, მაგრამ, ამაჟამად, „ჩართში“ სოსო გოგაშვილი ლიდერობს. აი, ნახეთ, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას, მან ბრძანა:
მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია

ნამდვილად ღირს გარჩევად და გავარჩიოთ. დავიწყოთ იმით, რომ ერთადერთი, რაც გოგაშვილს აფერხებს, რომ მაჩალიკაშვილი ტეროტისტად 100%-ით გამოაცხადოს, ეს მის ხელთ არსებული მასალების სიმწირეა. ანუ მასაც, ისევე, როგორც ჩვენ და, როგორც ჩანს გამოძიებასაც, ხელთ მხოლოდ ის გუშინდელი არაფრისმთქმელი ჩანაწერი აქვს. მაგრამ როდესაც სრულად ექნება, მან უკვე იცის, რომ ასი პროცენტით ტერორისტად გამოცხადებას, წინ ვეღარაფერი დაუდგება - „შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი“-ო. აქ მხოლოდ ერთი ეპითეტი ყოფნის ყველაფერს, თუმცა მისი ვერსია, ყველამ თავისი იქონიოს - მე ჩემსას თავზე არ მოგახვევთ. მივყვეთ ნათქვამს. თუნდაც ჟღერადობისთვის და, მის წარმოდგენაში კი უთუოდ - მეტი დამაჯერებლობისთვის, გოგაშვილმა დააყოლა, რომ ამჟამად მოქალაქე მაჩალიკაშვილი მაინც აკმაყოფილებს მრავალთაგან ერთ პროცენტულ შკალას: პოტენციურად, 100%-ით ტერორისტია. სიმართლე გითხრათ, ბევრი ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ზერელედ, აქამდე მიმაჩნდა, რომ პოტენციურობა, თავის თავში მაქსიმუმ 50%-ს მოიცავდა. ანუ მისი 100%, რეალურად, 50% გახლდათ და ამ შკალით, ყველა მოქალაქე, პოტენციურად, მკვლელია, გმირია, ტერორისტია - 50/50-ზე, როგორც ამბობენ ხოლმე - ან ჰო, ან არა. ან შავი - ან თეთრი.
ცხადია, ვერავინ უარყოფს, რომ არსებობს ვითარებები, სადაც პოტენციურობა აჭარბებს ნახევარს - ანუ, ეს თუ ის ინდივიდი, თავისი არსით, რაობით, წარსულით და დღევანდელობით, რომლშიც იმყოფება და მდგომარეობით, რომელშიც მისი ფსიქიკაა, პოტენციურობის მაღალი პროცენტულობით, შესაძლოა, იქცეს ტერორისტად ან აღმოჩნდეს ტერორისტი. და ეს მაჩვენებელი კიდევ მეტად აიწევს, თუ ყველაფერი მყარი მტკიცებულებებითაა გამაგრებული, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, ეს პოტენციურობა ვერ მიაღწევს 100%-ს. ვერც ოთხოცდაცხრამეტს და საერთოდ, სამი მეოთხედი, ანუ 75%, აქ მაქსიმუმია. და ეს არაა ცოტა - სამი მეოთხედია. რა ვითარება გვაქვს კრეტულად მალხაზ მაჩალიკაშვილი ირგვლივ? ესაა რეპუტაციაშეულახავი, ღირსეული მოქალაქე, რომელმაც ეს ღირსება ჯერ კიდევ მაშინ გამოავლინა, როდესაც სრულიად საქართველო ტატუნაშვილს ტიროდა. შემდგომშიც, მიუხედავად საკმაოდ ემოციური თუმცა ყოვლად ბუნებრივი გამოსვლებისა, მას არასოდესც დაუგდია თამასა როგორც კაცს და როგორც მოქალაქეს.. ძალიან მაღალი შეგნების მოქალაქეს. კონკრეტულად ახლაც, ამ რაღაც ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ის აცხადებს, რომ არა თუ სამართალდამცველებმა, არამედ ლამისაა და მთელმა მსოფლიომ იცის სად იმყოფება, უკვე ამდენი ხანია, და თუ დასაჭერია, დაიჭირონ. და ის აპირებს გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს. და აი, აქ გამოჩნდება საბოლოოდ ის თეთრიც და ეს შავიც. დააკვირდით: ამჟამად არსებული მტკიცებულება იმდენად სუსტია, რომ ბრალის წარსადგენად და, უბრალო ენით რომ ვთქვათ, დაკითხვაზე მისული მაჩალიკაშვილის იქვე დასატოვებლად, არ გამოდგება. შესაბამისად, ან გამოძიებამ სხვა, და მეტად დამაჯერებელი, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ან გამოკითხოს მოქალქე და...მორჩა. მერე? მერე სახელმწიფო კიდევ ერთხელ აღმოჩნდება იდიოტის როლში და ამ წინასაარჩევნოდ, ვის უნდა ამგვარი „მანტია“? მაშ რა ხდება? აქმ უკვე პუაროს მეთოდით უნდა ვისარგებლოთ. როგორც გახსოვსთ აგათა კქრისტის ეს პერსონაჟი, გამოძიებას მუდმივად იწყებდა კითხვით: ვის აწყობდა? რეალურად, იმისთვის, რომ მორიგი ტალახი აიცილოს, ხელისფულებას რჩება ერთადერთი გზა - სახელმწიფოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების „აღმოჩენა“, რომელიც უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობით დაიწყო და პატიოსანი მოქალაქეისათვის ტერორიტობის შეტენვის მცდელობით გვირგვინდებოდა. მაგრამ სამართლადამცველებს არ ეძნიათ. და ეს ხანგრძლივი პაუზა და ძიების გაჟანჯლებაც ამით იყო განპირობებული თორემ... საყურადღებოა ერთი გარემოებაც: ახალი „შარავანდედით“ შემკობილი გახარია.
გახსოვთ? პანკისის თემის ირგვლივ, ელისო ჩაფიძე გადაეფარა, ბოლომდე გვერდში დავუდგები და არ გაგაწირინებთო. ელისო ჩაფიძე, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს რეალურად ედგა გვერდში და გოგაშვილიც, ნაბრუნებ-ნაუღელები ჰყავს - ძალიან ნიშანდობლივი იყო. და ახალგაზრდა იურისტი სალაძე, რომელმაც გახარიას ერთადერთობა გამოაცხადა.
ჰოდა ასეთ და კიბეზე შემდგარ გახარიას, არაფერში აწყობს არც კარავი პარლამენტთან, არც მაჩალიკაშვილი კარავში და გოგაშვილი კი არა, ყველა ფრთხილად იყოს, მგონი ეს აჯობებს - ლამის მწიგნობართუხუცესია კაცი.
გაიწირა გოგაშვილი?
Commenti