top of page

ანგელა ანგლობს

როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთი და, რაც მთავარია, გერმანია, არ დაეთანხმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინცინდენტის გამო, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას. ცხადია, ეს რუსეთში სათავისოდ „თარგმნეს“: როგორც ჩანს, ევროკავშირში მიხვდნენ, რომ საკუთარ ინტერესებზე უნდა იზრუნონ და არა ოკეანესმიღმელთაო.

ree

ფაქტია, ევროპის ეს ორი გიგანტი უკვე წლებია ცდილობენ თავი სრულად დამოუკიდებელ მოთამაშეებად წარმოაჩინონ. ამგვარი მიდრეკილებები მეტადრე გერმანიას ჰქონდა და დღეს, პრინციპში, მერკელის ადმინისტრაცია, ერთი-ორი ყოფილო კანცლერისა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელითა თუ გავლენით, რუსეთის პირდაპირი მოკავშირე თუ არაა, იმ ფუნქციას მაინც ასრულებს, რომ პოზიციათა სიმკვეთრის პირობებში, კატა „ლეოპოლდის“ სტილში ჩააკვეხოს, ეგებ მშვიდობა და დიალოგი ჯობდესო. დააკვირდით, რეალურად, გერმანია გარემოებათა მძევალიცაა. ის რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული და ვიდრე ალტერნატივა არ აქვს, ზედ ზამთრის პირას, ისევ მომრიგებლური ინტონაციები აწყობს, მაგრამ შესაძლოა მერკელი ვერ აცნობიერებს „პარტიის“ მთელ სეროზულობას და თვლის, რომ ემოცია გადაივლის და ყველა მშვიდად განაგრძობს სხვის საქმესი ხელის ფათურს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page