ანრი, ჟანრია
- კოტე ნიშნიანიძე
- May 3, 2019
- 1 min read
აი, არ ვიცი და ვერ ჩამოვყალიბებულვარ - ეს ინდივიდი განასახიერებს „ოცნებას“, როგორც ასეთს, მამუკა მდინარაძე თუ ის მათიკაშვილი? განასახიერებს სუფთად ვიზუალურად, როგორც სახე. წარმოადგენს, როგორც სახეობა. ირაკლი კობახიძეზე არაფერს ვამბობ, ის ერთადერ რამეს განასახიერებს და აქ, უკონკურენტოა. მდინარაძე თუ მედიასთან და ოპონენტებთან საჯარო სივრცეში გრძელი, უშინაარსო წინადადებების პნევაშია დახელოვნებული, ოხანაშვილი საპარლამენტო თუ საკომიტეტო ტრიბუნიდან აფრქვევს.
გუშინდელ გამოსვლებში, ოხანაშვილის სიტყვის ყველაზე ეფექტურ ნაწილად ის ჩაითვალა, სადაც „სახე“ ოპოზიციას მიმართავს, განა ჩვენ ღამ-ღამობით ქონებისა და წილების გადასაფორმებლად დავიარებითო. მართლაც ასეა, მაგრამ როგორ მოვაღწიეთ ამ ნათელ აწმყომდე?

ვინმეს გჯერათ, რომ ეს ოხანაშვილის და მისთანათა შინაარსი და მენტალიტეტია?
არა ბატონებო, ეს ჟანრია, რომელშიც ანრი შეუდარებელი გახლავთ და ამ ჟანრს, „გამრუდება“ ეწოდება. და ამათაც დააქვთ. და ერდადერთი, რაც ამ ტარების პარალელურად ევალებათ, პერმანენტული ბაქი-ბუქია, რომ აი, რა ვართ რომ ავრთო. მრუდეა. ერთმა მდიდარმა კაცმა, თავისი „ფინანსური გაქანების“ გათვალისწინებით, კაპიკებით ისე ამოუტენა ამ უბადრუკებს სტომაქი, რომ გახედვაც არ მოსურვებოდათ სხვაგან, სხვისკენ. აკი ვთქვი - ამათ ეყოთ და ჰყოფნით, იმისთვის კი კაპიკებია. ხოდა, ისიც აფინანსებს მათ ამ „მანტიას“, მისი ტარების „ზნეობრივ უფლებას“. აბა, მოდით და ცოტა ხნით, ესენი ხელისუფლებაში დავტოვოთ, მაგრამ ფული გადავუკეტოთ. ანუ ისევ ის კალოში ჩავაცვათ, რაც მანამდე ეცვათ და ისევ ინა გაცრეცილი ნიფხავი. აი, მერე ნახეთ თქვენ ამათი კოკა და ის რაც შიგა დგას და გადმოდინდების? #ანრიოხანასვილი #ქართულიოცნება
Comments