ანტიმატერია - უკუდრო
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 18, 2019
- 2 min read
საკმაო ხანს, ანტიმატერიის არსებობა ეჭვ ქვეშ იდგა. დღეს ეს დადასტურებულია, თუმცა მსგავსად ანტიენერგიისა, მას ვიზუალურად ვერ აღვიქვამთ.
ახალი მიგნებები სენსაციურია. მეცნიერთა აზრით, ჩვენი სამყარო მხოლოდ სარკისებრი ანარეკლია - ორეული იმ ანტიმატერიული სამყაროსი, სადაც დრო, დიდი აფეთებიდან პირიქით მოძრაობს.

კანადის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების ეს რევოლუციური ჰიპოთეზა, ფატნატსტიკის ჟანრს უფრო მოგვაგონებს, თუმცა სწორედ ამ თეორიის მეშვეობით ხერხდება რამდენიმე, აქამდე სრულიად პარადოქსულად მიჩნეული ფენომენის ახსნა. ამ ახალი მოდელით, დიდი აფეთქების შემდეგ ორი პარალელური სამყარო შეიქმნა. ერთში, ანუ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვართ, დრო ჩვენთვის ჩვეულად მიედინება, ხოლო პარალელურ სამყაროში, ის შეუქცევადად მიექანება წარსულისკენ. კანადელ მეცნიერებს, კიდევ რამდენიმე დეტალის საბოლოო შემუშავებაღა დარჩათ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის, მათი მოსაზრება დიდ წინააღმდეგობებს არ აწყდება. იმდენად მაინც, რომ აღნიშნული თეორიის შესახებ წერილი, ამერიკი ფიზიკოსთა საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებულიყო. დღესდღეობით დამკვიდრებული თეორიის შესაბამისად, ჩევნი სამყარო - სივრცე, დრო, მასა/ენერგია დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა და მას მერე, აგერ უკვე 14 მილიარდი წელია, ფართოვდება და ცივდება. უმცირესმა ნაწილაკებმა შექმნეს ატომები, ხოლო ატომებმა კი ყველაფერი დანარჩენი - ვარსკვლავებიდან, ჩვენამდე. ამ ყოველივეს კოსმოლოგია სწავლობს, რომელიც ეიშტეინის ფარდოითობის თეორიასა და სტანდარტულ მოდელს ეყრდნობა. თუმცა ეს არაა საკმარისი, რათა აიხსნას, მაგალითად ის, თუ რატომაა, რომ სამყაროს ხილულ ნაწილში ამდენ ნივთიერებას ვხედავთ, ხოლო ანტინივთიერებას? არადა, თეორიის მიხედვით, მათი რაოდენობა თანაბარი უნდა იყოს. ამ პარადოქსის ასახსნელად, რომელსაც სამყაროს ასიმეტრიულობა ეწოდება, რამდენიმე თეორია მუშავდებოდა - შავი ხვრელების, ან იმავე ბნელი მატერიისა, თუმცა კანადელებმა ბევრად მარტივი ახსნა მოძებნეს. თანაც, იმ მოვლენათა მათეული განმარტება, რომელთაც ვაკვირდებით, არაფრით ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ თეორიებსა თუ შეხედულებებს. ახალი მოდელი გულისხმობს, რომ დიდი აფეთება იქცა სიმეტრიის წერტილად, რომლის საპირისპირო მხარეებზეც, სამყარო და ანტისამყარო სხვა და სხვა მიმართულებით გაიფრქვნენ. ზუსტად ისე, როგორც ვაკუუმში ელექტრონის წარმოქმნას, იქვე მოსდევს მისი ანტინაწილაკის, პოზიტრონის დაბადება.

ყველა შესაძლო წყვილების გაანგარიშების შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანტისამყარო ძალიან უნდა ჰგავდეს ჩვენსას, თუმცა არ უნდა წარმოადგენდეს მის სრულყოფილ ასლს (განუსაზღვრელობის კვანტური პრინციპთან, სრულ შესაბამისობაში). ბოლო დაზუსტებები, მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, განერიდონ იმგვარ თეორიულ წინააღმდეგობებს, როგორციცაა, ვთქვათ ნების თავისუფლება, ვინაიდან პარალელურ სამყაროში განვითარებული მოვლენები სარკისებრად უნდა ასახულიყო ჩვენსაში - და პირიქით.
Comments