ანტიქრისტიანული რეაქცია
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 15, 2018
- 2 min read
ირანის კანონმდებლობა ქრისტინულ რელიგიას არ კრძალავს, თუმცა თუ კი რჯული მუსლიმმა შეიცვალა და არჩევანი სწორედ მაცხოვრის მოძღვრების სასარგებლოდ გააკეთა და მოინათლა, სასჯელი მკაცრია და პატიმრობას ითვალისწინებს.

მდგომარეობა ირანის ციხეში მყოფი ადამიანისა, რომელიც სასჯელს ქტისტიანობისთვის იხდის, შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ. ამ ფონზე, ირანის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, წყენა და მოქალაქეთათვის ჩამორიგებული რეკომენდაციები, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით დარჩნენ საინტერესო, რომ ვცადოთ და გავერკევთ - რა სურს რეალურად ირანს, რომელიც თურემ მთელი ეს წლებია მოსახლეობას თავში უტენის, რომ საქართველო მისი ერთი პროვინციათაგანი იყო. ნუთუ აქამდე დეკლარირებული სიყვარული, რომელსაც ოფიციალური თეირანი იჩემებდა, მანევრი იყო და, ამის პარალელრად, ის ერთგვარი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა - ვიდრე დასავლეთი სახლში დაბრუნებულა (ანუ, ვიდრე საქართველო სრულფასოვნად ჩართულა ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოების სისტემაში), ეგებ წერტილები (ჩათვალეთ, მეტასტაზები) გავხსნა და ავამოქმედოო - უწყინარი კაფე და მისი მეპატრონე ცოლებით და შვილებით, იქ ფერმერი, რომელმაც თავისი ხრიოკის დამუშავებისას მიღებული „მდიდარი“ გამოცდილება, საქართველოს ნოყიერ მიწებზე უნდა აამუშაოს. ისე, ნუთუ მხოლოდ მე მხვდება მათი მამაკაცების თავშეყრის ადგილები ჩვენს დედაქალაქში? ბოლოს, სპორტის სასახლის უკან, რომელიღაცა ჩიხთაგანში ვნახე. ეს ყველაფერი შესაძლებელი მას მერე გახდა, რაც რეგიონში გავლენების მკვეთრი „როტაცია“ განხორციელდა - მანამდე ლამის პირწმინდად ალაგმული რუსეთი („ფე-ეს-ბე“) დაბრუნდა. და აქ არაა საუბარი იმაზე, რომ ეს მან გაუხსნა „მოკავშირე“ ირანს საქართველოს „ჭიშკრები“. მას უბრალოდ აწყობს ქაოსი დ უწესრიგობა საქართველოში. დანარჩენი დეტალებია, რომელიც საჭიროების და მიხედვით მოგვარდება მოკლედ, ირანი კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებდა, თუმცა დაბალ ტემპში - ნელა და სულ კეთილისმსურველის ღიმილით, რომლის მიღმაც, ცბიერება ზოგჯერ არც კი ჩანდა. საქართველოში, ეს მეცადინეობანი წინააღმდეგობას შეხვდა. თეირანმა ის დამოკიდებულებაც მშვენივრად დაინახა, რაც ქართველი ხალხის გულსა თუ გონებაში სადგურობს. რეკომენდაციებიც გასცა, მანდ ჩასვლას ერიდეთი, გეგონება კალთებს ვახევდით და ბოლოს, ჩვენამდე ეს ამბავიც მოვიდა. ცნობები საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გაავრცელეს. 144 ქრისტიანი დააკავეს და სულ წვირ-წვრილად გამოკითხეს - ვინ სად და როდიდან ეზიარა ქრისტეს სწავლებას. თავიანთი ქრისტიანული მოღვაწეობის დეტალების „გამოააშკარავების“ შემდეგ, მათ ჩამოართვეს პირობა, რომ შეწყვეტენ არამც თუ საქმიანობას, არამედ „ქრიტიანულ ჯგუფებთან“ ყოველგვარ კავშირსაც კი. დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე, ქრისტიანობა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომისთანავე გავრცელდა და ამ თუ იმ ფორმით, XX საუკუნემდეც მოაღწია, თუმცა 1979 წლის რევოლუციამ, იათოლა ჰომეინის დამოკიდებულებებმა და გამეფებულმა ფუნდამენტალიზმმა, საგრძნობი ცვლილებები გამოიწვია. ოფიციალური დოკუმენტი არსად მოიპოვება, თუმცა რიგ ორგანიზაციათა ცნობებით, ახლა ირანში 300-350 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს. მიმომხილველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამჟამად, ირანში უმცირესობათა რელიგიისადმი ინტერესი მზარდია და ხელისუფლების შეშფოთებასაც სწორედ ეს იწვევს.
P. S. ბევრმა იცით და კადრებიც არა ერთხელ გვინახავს: ირანში, დღემდე, ხალხს საჯაროდ და ამწეზე ჩამოხროჩიბით სჯიან და ეს, დიდი სანახაობად მიიჩნევა. ირანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მტერია, მისი განადგუირება სურსდა მეგობრობს ჩვენს მტერთან, რუსეთთან. მტრული დამოკიდებულება აქვს ჩვენს ებრაელ ძმებთან და დავამატო რამე?
Comments