top of page

„აპერატივი“

Updated: May 8, 2019

ერთხელ პირდაპირ ჩართვაში გასული ნაწყვეტი მოვისმინე. შემდეგ, სუს-ის ვებგვერდზე - სრულად.

ერთხელაც იქვე, ოღონდ უკვე გადახვევებით.



ამ ეტაპზე, ჩემი დაკვირვება ამგვარია: ჩანაწერი თითქმის 9 წუთია. სადღაც 7:45-მდე, მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს. ეს არ ჰგავს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს და ამაზე, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზაც მეტყველებს.

ფაქტია, ჩანაწერს ურბანული „შუმოკი“ მოჰყვება - სადღაც დგანან, სავარაუდოთ პარლამენტთან.

ალბათ ეს იგულსიხმებოდა, როდესაც ითქვა „მიყურადების სხვა საშუალებები“-ო. - მოსმენისა და ჩაწერის დისტანციური მეთოდი.

არ გვიკვირს - „ფანტომასის“ დროინდელია.

ree

შინაარსი კითხვებს ბადებს, უთუოდ.

ეს სასაფლაოს „ეპიზოდი“..

მაგრამ უტყუარი მტკიცებულება ეს ჯერ არ არის - ერთი რაღაც სიტყვა „დადე“ ან ფრაზა „მეორე გზას უნდა მიხედო“ - წმინდად იურიდიულად, ბევრს არაფერს ნიშნავს. ნუ ჰო, გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ აქ საუბარი თაიგულის დადებაზეა, მაგრამ მტკიცების სიმძიმე ბრალდებაზეა. მხოლოდ სიტყვა „დადე“ არ ნიშნავს „ბომბი დადე“-ს და მაჩალიკაშვილი არაა ვალდებული ამტკიცოს, რომ არ აპირებდა ბომბის დადებას.

ასე რომ, „დადე“ ბრალს უტყუარს ვერ ხდის, ჯერ. დიახ, ჯერ - ასე ცალკეულად - წონა აკლია და რაღაცასთან ერთობლიობაში, შესაძლოა, უტყუარობამდეც კი დამძიმდეს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმდინარე დაკითხვის ოქმია. შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი არც ისე სასარგებლოდ „ირჯება“ და სწორედ ამას უკავშირდება დღის ბოლოსთვის გამოჩენილი ვინმე ნათესავი ფიგურაც, რომელიც ასევე დაუბარებიათ.

მაგრამ ეს, თეორიაა.

თავად მაჩალიკაშვილი, ცხადია ყველაფერს უარყოფს. შეკითხვაზე, ელის თუ არა ის დაკავებას, მან უარყოფითად უპასუხა. ყველა ლოგიკით, მთავარი მტკიცებულებები, თუ კი ბუნებაში ისინი საერთოდ არსებობს, ჯერ შემონახულია. ეს იმას ჰგავს, ძირითადი კერძების შემოტანამდე თხელი რამე-რუმეებით რომ იქცევ თავს. ან „აპერატივი“, რაც ყველას მოგეხსენეათ რაცაა.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page