top of page

არ გვიხარია

რაც უნდა ვუწოდოთ 20 ივნისის მოვლენებს, საბოლოოდ ყველაფერი მიდის გიორგი გახარიამდე, რომელიც, მისი მინისტრობის მთელ პერიოდში, ხან ზვარაკად მიიჩნეოდა, ხან მაგარ კრიზისმენეჯერად და ხანაც, მომავალ პრემიერმინისტრად. ხვალ, ის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მისულიყო, მაგრამ იუარა. და მართლაც, გადადგომის შესახებ განცხადებას თუ არ გააკეთებდა, რა აზრი ჰქონდა მის მისვლას?

ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, უკვე დამღლელია ეს კედელზე ცერცვის ყრა და ამის პარალელური ყაყანი, რომელსაც, რეალურად, შედეგი არ მოაქვს.

გახსოვთ ალბათ, პარლამენტში მისი წინა მისვლა. მაშინ „ევროპულ საქართველოს“ მწვავე შეკითხვების მთელი კიპა ჰქონდა, მაგრამ არც გახარიას მიერ ხუმრობით ნათვამს მოჰყოლია რაიმე შედეგი - „კოფეპიწიე“ არ შედგა - გახარიამ, ხოშტარიას მოდუღებული არ ისურვა. არც კომიტეტის წინაშე წარდგომა მოინდომა და არც რამე სივრცე, გარდა სხდომათა დარბაზისა, სადაც ჰორიზონტი, ისე ახლოს არაა.

მაგრამ ახლა, სხდომათა დარბაზში მიბრძანებაზეც უარი განაცხადა. სხვა ვითარებაში, ეს დემარში იქნებოდა, მაგრამ ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის დამალვა. კიდევ უფრო ზუსტად კი აღიარება, რომ პარლამენტში არაფერი ესაქმება. ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს და ეს არაა პირველი, ან მეათე შემთხვევა, როდესაც ამ მოთხოვნას ვაყენებ.

ჩემი აზრით, ახალგაზრდობის ორგანიზებული საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნებიც უნდა გამოიცვალოს.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page