top of page

არა, „ცავატანემ“, არა!

საკმაო ხანია ამაზე ვფიქრობ - წლებია. არც კი მახსოვს, როდიდან - „ქვათა ღაღადის“ წაკითხვის მერე დავიწყე, თუ მანამდეც ვფიქრობდი.

კი, ეგრეა - იმდენი ხანია ნერვებს მიშლი, რომ აღარც კი მახსოვს, რით მომიშალე პირველად. ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც შენი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისას შეხვდა, ლავროვმა იქედნას ღიმილით ამცნო, მაგიდაზე აფხაზური მანდარინებიაო და შენს მინისტრსაც გადაეზილა სახე ღიმილით. შესაძლოა ეს რიგითი „პროტოკოლური“ ღიმილი იყო, რადგან თავად ფრაზის ავტორი იღიმოდა, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა, დამიჯერე. ბევრი რამ იდო ამ ვითომ უწყინარ ფრაზაში, მაგრამ ახლა, სხვა რამეზე ვწერ.

შენ გწერ. აკი, გითხარი, დიდი ხანია მსურს, რომ გითხრა..

იცი, სიმართლის მალვამ, კარგი არაფერი მომიტანა - უფრო პირიქით. ჰოდა, ახლა გეტყვი სიმართლეს.

სიმართლის მთქმელს, ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ქართული ანდაზაა, მაგრამ იმედი ნუ გექნება - გაქცევას არ ვაპირებ და თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი სახლის დერეფანში დგახარ და სულმოუთქმელად ელი ოთახების დაცარიელებას. ისე, მე აქ იმაზე ვფიქრობ, ე მანდ ვინმეს გული არ ვატკინო, ან მავანმა ხალხთა შორის შუღლის ჩამოგდება არ დამწამოსმეთქი.. შენ კი, ამასობაში, პირში მიღიმი და შენს მზაკვრულ საქმეს აკვარახჭინებ - ნელა და თმენით, რუდუნებით. აი ისე, იერუსალიმის უბანი როგორც დაითრიე - ასწლეულების მანძილზე, ყოველ ღამე თითო მილიმეტრით თუ სანტიმეტრით რომ წევდი საზღვრის დამდგენ ქვას - სულ უფრო შორს, სულ უფრო შორს...

დავფქირდი: როგორ მეთქვა, რა ფორმით? საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ მესამე პირში შენზე საუბარი, ყოვლად მიუღებელი იქნებოდა იმ ღირებულებებისთვის, რომლის მიმდევარიც ვარ და რაც ასე განგვასხვავებს ერთმანეთისგან.

პირდაპირ გეტყვი - ღია გულით და კაცისთვის შესაფერი პირდაპირობით. და იმედი მაქვს, ამის დაფასების უნარი მაინც გაგაჩნია.

მაგრამ შენს იმედზე, ჩემი მტერი იყოს. შენ ხარ ის, ვისაც არ უნდა ენდო.

და არც გენდობი.

ისე, სიმართლე რომ გითხრა, არ მძულხარ, რადგან ზემოხსენებული ღირებულებებისათვის, სიძულვილი, როგორც ასეთი, მიუღებელია, მაგრამ არ მევასები - ეს ფაქტია ისევე, როგორც ის, რომ საკმარისზე მეტი საფუძველი მაქვს ამისა. შენ ყველაფერი რუსული აღგაფრთოვანებს ხო? ცხადია, ეგ შენი მორიგი ნიღაბია და სადაც შანსი მოგეცემა, ზურგსუკან დამალულ დანასაც გაუყრი ბეჭებში, მაგრამ... ნეტა თუ იცი, რა აზრისა იყვნენ და არიან რუსები შენზე? ეჩმიაძინის სინოდის პროკურატორი, ვინმე ა. ფრენკელი, შენს შესახებ დაწერილ მოხსენებაში, იმპერატორს წერდა: „ანგარება, ინტრიგები, ფიცის გატეხვა, ქედმოდრეკილობა წარმოადგენენ ამ ტომის მთავარ ეროვნულ განსაკუთრებულობებს… მოქალაქე სომეხს არ გააჩნია სამშობლო, რომლითაც ის იამაყებდა, მხოლოდ მწარე შეგნება იმისა, რომ უკვე 1300 წელია მონაა და ყველასათვის საძულველი პარაზიტია“. რუსეთის იმპერის რეზიდენტი, პოეტი გრიბოედოვი, იმპერატორისადმი მიწერილ წერილში: „თქვენო აღმატებულებავ, არ დაუშვათ სომხების დასახლება ცენტრალურ რუსულ მიწებზე. ისინი იმ ტომთაგანი არიან, რომლებიც იცხოვრებენ რა რამდენიმე ათეულ წელს, დაიწყებენ ყვირილს მთელს დუნიაზე, რომ ეს მიწა მათი წინაპრებისაა“. შენი არ იყოს, რუსისაც და, მით უფრო, რუსის სამსახურში მდგარი გადამთიელისაც ბევრი არაფერი დაიჯერება, მაგრამ აგერ ა, ათასწლეულებია გამიმეზობლდი და რაღაცნაერად მეცნო ეს ყოველივე.

სიმართლეა და იმიტომ.

ბევრი თვლის, რომ რუსეთის ორბიტაზე შენი ყოფნა, რაღაც პოლიტიკური თუ სტრატეგიული გათვლის პროდუქტია და ალბათ არც უამისობაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თქვენს შორის, რაღაც უხილავი სულიერი კავშირია. ცხადია, სულიერ კავშირში რწმენას არ ვგულისხმობ. არსით კავშირი მაქვს მხედველობაში. არაფრისმქონე და ქურდბაცაცა რუსებზე, ჩეხი კარელ ჩაპეკი წერდა, რუსები ირგვლივ ყველაფერს სლავურს უწოდებენ, რომ მერე, ყველაფერ სლავურს რუსული დაარქვანო. აი, ამ არსით კავშირზე მაქვს საუბარი. შენც ეგრე ხარ - ითვისებ ყველაფერს, რადგან თავმოსაწონი, ბევრი არაფერი გაქვს. 1828 წელს, პასკევიჩის განკარგულებით თითქმის მილიონნახევარი სული ირანიდან და თურქეთიდან კავკასიაში შემოგრეკეს და გაგახსენო, დაბინავებული და მომაგრებული როგორ მოიქეცი? დაახლოებთ ისევე, როგორც ახლა იქცევი. დაახლოებით იმიტომ, რომ მაშინ ოჯახები ამოწყვიტე. ახლა, ამას ჯერ ვერ ბედავ, მაგრამ მკისრებელი ხარ, ვიცი. მიწებს მედავები და ისე იქცევი, თიქოს შენივე ისტორიულ წყაროებში, მაგ გეოგრაფიულ სივრცეს „ქართველთა ველი“ არ ერქვას. ტაძრებს მედავები და არც იმას აგდებ ანგარიშში, რომ შენს ტაძარსაც მე ვუვლიდი, ოფლიც ბევრი ვღვარე და სწორედ მე ვარ ის, ვინც შენს წმინდა დედოფალ ეკატერინეს, მეჩეთად ქცეულ და ჩემი სისხლით გამოხსნილ ტაძარში, სამარეში ჩავძახე, გიხაროდეს-მეთქი. შოთა რუსთაველსა და მის გენიალურ ქმნილებას მედავები და არაფერს ამბობ იმის შესახებ, რომ ამ პერიოდის არამც თუ პოემა, ერთი ტაეპი ლექსიც კი არსად მოიპოვება შენს ენაზე.

მესროპ მაშტოცზე აღარ მალაპარაკო რა - ანეგდოტების ხასიათზე არ ვარ.

ჰო, ახლა გამახსენდა.. იცი რას ამბობდა შენზე რუსი დიპლომატი და გენერალი მაევსკი? „გაუგია ვინმეს სომხების სახალხო გმირობის შესახებ? სად არის ამოკვეთილი მათი ბრძოლები თავისუფლებისათვის? არსად!“ 1920 წელს ალბათ სუსტი გეგონე და ამიტომ შემომივარდი მუხანათურად, ჰო? რაც დაგმართე კი გემახსოვრება და რომ არა ბრიტანელ ლობისტებში შენს მიერ ჩაყრილი დიდი მაყუთი, ერევანთან ვიდექი, როგორც ხილით სავსე ლანგართან. მანამდე, ერთ უყვერო ადამიანსაც ეწადა ჩემი მოშთობა და სულ კუდით ქვაც ვასროლინე, მაგრამ დაეწიე და მიახარე, ცოტა ჯარი ჰყავსო.

მოაბრუნე. ქალაქი დამინგრიეს, ამომწყვიტეს. არადა, მანამდე ინდოეთის სავაჭრო გილდიიდანაც კი მწერდი, სახსარს ვიკისრებ და სომხეთშიც შენ იმეფეო. მერე, მაგავე ვაჭრობით ნაშოვნი ფულით, სრა-სასახლეები ააგე და ახლა გაიძახი, თბილისი სომხური ქალაქიაო. რაღა შორის წავიდე, სულ ახლახანს ძირძველ ქართულ მიწაზე ბატალიონი შექმენი და დაუნდობლად მიხოცე საჯიშე ბიჭები. ახლა ცდილობ, იქ ყველას და ყველაფერს თავზე წამოასკუპდე და აკი ამოგიტენეს კიდეც ხახა აფხაზური მანდარინებით. სრულ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ ჩიხში ხარ და ისევ ჩემით გიდგას სული, მაგრამ შენ მაინც შენს ბუნებას მისდევ და შემთხვევას არ უშვებ ხელიდან, რომ სადმე რამე დამიზარალო. ძმობას მეფიცები და ჩემი მტრის ბანაკში კი ცხოვრობ. ჯერ მე მდგმურობის დედა ვატირე და მერე კიდევ ასეთ ფასად ყოფნისა, რა საფასურის გადახდაც შენ გიწევს. ეჰ, მეზობელო.. დიდი უვარგისი რამ ხარ - სამეზობლოდ, სამეგობროდ, მოკავშირედ. აქ კონკრეტულ ინდივიდებს არ ვგულისხმობ - შენ წარმოიდგინე და ღირსეულ სომეხსაც ვიცნობ და არა ერთს. მე აქ ზოგად მახასიათებლებზე მაქვს საუბარი და ამის გაგრძელება იოლია, მაგრამ ეს ბლოგპოსტია და დიდი მოცულობები, არაა რეკომენდირებული.

მიჯობს დაგიცადო - ეგებ შენც გსურს რაიმეს თქმა. და ის დანარჩენიც, სხვა დროს იყოს - გაჩერებას უკვე არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ახლა შევიტყვე: სარგსიანი დაუგეგმავი ვიზიტით მოიჩქარის, რადგან კვირიკაშვილმა ერევანში დაგეგმილი ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადოო. ამბობენ, რაღაც ირან-სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური ღერძის პროექტი ჩამოაქვს, ზედ წკიპზე მიყვანილიო. მოგისმენენ ალბათ, მაგრამ არა მგონია, მაქედან რამე გამოვიდეს. ახლანდელ ირანს ბევრს არაფერს ვერჩი - არის თავისთვის და თავის თავის უბედურად, მაგრამ არა ცავატანემ, არა - ჩემი მეგობრების მტრებთან, ბანაკში არ დავიარები. რა მაგის პასუხია და, თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ პლანეტაზე დავაბიჯებ და ჯერ, შენი მოყვარული სულიერი არ შემხვედრია.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page