არშობილ მესამემდე, უდღეური მეორე
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 11, 2019
- 2 min read
პირველ რიგში, ეს ვიკითხოთ: შალვა შავგულიძის გამარჯვება რა სურათის წინაშე დაგვაყენებდა?
სუფთად ფორმალურად, ეს ძალთა საპარლამენტო განლაგებაში სერიოზულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევდა. თუმცა, შეიძლება ძალიან დიდი პროცესების დეტონატორი გახდარიყო.
მიტმასნილთათვის, რომელნიც ჩვენში ყველა „ორგანზმზეა“, ეს იქნებოდა სიგნალი, რომ გამარჯვება არაა გარანტირებული. ეს კი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი და, ეგებ, უფრო დიდი გადინების მაპროვაცირებელიც კი გახმდარიყო. მით უმეტეს, რომ იქ, სადაც ყველა მესამე ძალაზე საუბრობს, „ევროპული საქართველო“ მეორე ცნეტრზე ალაპარაკდა. ამის შესახებ, დაახლოებით ათი დღის წინ, ბოკერიამ განაცხადა. კონკრეტულად კი, მან თქვა, რომ „არჩევნებს აზრი არ აქვს“ არის ცუდი მიდგომა, და ოცნების დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კი ოპოზიციურ ველზე ერთი კი არა, ერთმანეთტან კონკურენციაში მყოფი ორი მიზიდულობის ცენტრი იქნებაო.

ალბათ ცოტა ცინიკურად გაიჟღერებს, მაგრამ საინტერესოა, ახლა „ევროპული საქართველო“ თუ გრძნობს თავს ცენტრად? ისე კი, მართლა მაინტერესებს, ახლა, ვითარებაში, რომლის წინაშეც, შუაგულ თბილისში, თავად აღმოჩნდა, რა დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მიდგომასთან „არჩევნებს აზრი არ აქვს“? სხვათა შორის, მაშინ, როდესაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ე. წ. შედეგების გადაყლაპვა მოგვიწია, „ევროპუილ საქართველოს“ თუ კი ის „ნაციონალების“ საპარლამენტო წარმომადგენლობას შეეკრებოდა, ჰქონდა შანსი დიდი საპარლამენტო კრიზისი გამოეწვია და ჯერ კიდევ მაშინ (და ამით) დაეწყებულიყო ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟი. მაგრამ მაშინ, ჯერ ერთი და, თავად „ნაციონალები“ არ ავლენდნენ ამგვარ ინიციატივას და „ევროპელებმაც“, თავი რაზე აეტიეკინათ, შორს დაიჭირეს, შიგნიდან უფრო საარგებლო ვქინებითო. მაშინ, ეს საპრალამენტო არჩევნების პროპორციული სიით ჩატრებისთვის ბრძოლას დაუკავშირდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, „ოცნებასთან“ ვერავინ ვერაფერი გააწყო. ბუნებრივია, ბაქრაძის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მოკავშირეები „ევროპელებს“ კიდევ ჭირდება - „თავისუფალი დემოკრატები“ საკმარისი არ იყო. არის ძალები, რომლებიც შეგვიძლია ამთავითვე გამოვრციხოთ - მათი „ევროპელებთან“ გაერთიანება ძნელი წარმოსადგენია. მაგალითად, ძალიან მეეჭვება, რომ ან ჩარკვიანმა ან ბესელიამ, თუ კი ორგანიზაცია შექმნა, მოინდომოს კავშირი „ევროპელებისა“ და „დემოკრატების“ გაერთიანებასთან და, პირიქითაც არანაკლებად, ცხადია. უსუფაშვილი ხომ, საერთოდ, არც უნდა განიხილებოდეს - „ევროპელებს“ თავისი „შტატნი“ პარლამენტის თავჯდომარე ჰყავთ და ხიდაშელის იდეებიც, დიდად არ უნდა ხიბლავდეთ, ალასანიას ძალებთან კავშირში მყოფებს. მაშ ვინ? კოტე კემულარიას და გუბაზ სანიკიძის ახალ გაერთიანებას, თან სდევს ოქრუაშვილის ფაქტორი. ეს, ჩემი აზრით, ხელშემშლელი ფაქტორია.
თუმცა, ჩვენში, აბსურდი უკვე ჩვეულებრივი ამბავია და არ ვაპირებ რამე გავიოცო.
Commentaires