top of page

არწივი, სახელად გედი

ნუ, ეს ინდივიდი რომ არ აკვირდება, თუ რა მასშტაბის სისულელებს როშავს, გავლილი თემაა, მაგრამ სხვა თუ ამჩნევს, ნეტავ?

ისე, უნდა აღინიშნოს, იმდენი „გამჭრიახობა“ ჰყოფნის, რომ პირდაპირ არაფრისკენ მოუწოდოს, მაგრამ ვითომ „государственный муж“-ის წუხილით წარმოთმულ ამ წინადადებებში „სამოქალაქო ომი“-ს ჯერ შეპარება, მერე პედალირება...

ერთიცაა - განცხადების ავტორს ძალიანაც კი სურს, რიხსა და არწივის შემართებას აფრქვევდეს, მაგრამ არის კი ფოფხაზე ის პერსონა, ვინც სრული სერიოზულობით შეიძლება აღიქვა?

ასეა თუ ისე, ახლა, აქ, ამაზე და მასზე საუბრის გაგრძელება, მინიმუმ, სადგისი ყრაა. ასე რომ ავდგები და ამ თეთრი ძაფით ნაკერ „საფრთხობელაზე“ გეტყვით. გათვლა ამგვარია: ოღონდ არ იყოს არეულობა, დაპირისპირება, ტყვია, სისხლი და უბედურება...

და მართლაც, მხოლოდ მტერი თუ უსურვებს საქართველოს ამგვარს და ისიც ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში..

მაგრამ გედავანისა და მისთანათა აზრით, ამგვარი პერსპექტივის შესაძლებლობითაც კი შეძრული ელექტორატის რაღაც ნაწილი, იტყვის: ჯანდაბას, ვითომ სალომე გახდა პრეზიდენტი. ეს კიდევ ერთხელ და ზედმიწევნით მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ამხანაგი ფოფხაძე არამც თუ პოლიტიკის გაგებაში არაა; არა თუ რეალობის ადექვატურად აღქმის უნარსაა მოკლებული, არამედ მშობელი ერის თვისებებისა და ხასიათის შესახებაც, ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ამდენად, საზოგადოების, როგორ ერთი მთლიანის, ზრდის პროცესმაც, მისთვის სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა. ეს ადრეც ჩანდა - მაშინ, როდესაც ჭირვეული ბავშვივით გაიბუთ-გამოიბუტებოდა ხოლმე. ახლა, როდესაც ხალხმა მასხრად აიგდო, ზოგმა წყევლა და ზოგმაც ლამის ანათემას გადასცა, ყველა ელოდა, რომ გამოვიდოდა და განმარტავდა... კი არა და, ეცდებოდა განემარტა.. მაგრამ ეს გამოექანა და გვთხლიშა: ვაშაზე ტროას ცხენია, რომელიც სავსეა ზონდერებითო. დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ კლინიკურ შემთხვევასთან გაქვს საქმე. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც მასში ჭკუიდან შეშლისა და აბდალას კი არა, ბრმად ზომბს ავლენს.მომკალით და ბესელიას ტექსტი მგონია. და თუ კი ეს ასეა, მაშინ თქვით თავად: რას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც ბესილიას სამართავად იქცევს თავს? P. S. ფოფხაძეს შესაძლოა წარმოდგენაც არ აქვს თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მაინც, მსურს აღვნიშნო და, პირველ რიგში, მის გასაგონად: ამ ბლოგპოსტს ორი ე. წ. თეგი მივაბი. ერთი #გედევანფოფხაძე მეორე კი #სამოქალაქოდაპირისპირება ამის შემდეგ, ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროში ეს ორი „რაღაც“ ერთმანეთს მიება და დაუკავშირდა. ასე რომ, ეგებ დაფიქრდეთ და გააცნობიეროთ, რომ ირგვლივ XXI საუკუნის საქართველოა და არა თუნდაც ოცი წლისწინანდელი და, შესაბამისად, ილეთების Update გარდაუვალი აუცილებლობაა. ცადეთ, თუ კი მოასწრებთ.


 
 
 

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page