top of page

აქტი მეორე: იგივენი და..

ორიოდ დღის წინ, როდესაც ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მაიკ პომპეოს შეხვდა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს, აღიარონ ისრაელის სუვერენიტეტი ჰოლანის მაღლობზე. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ტრამპმა, აღნიშნული მოწოდება ლამის მომხდარ ფაქტად გამოაცხადა:

52 წლის შემდეგ, აშშ-სთვის დადგა დრო, როდესაც მან სრულად უნდა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი ჰოლანის მაღლობზე, რომელსაც სახელმწიფო ისრაელისთვის და რეგიონალური სტაბილურობისათვის, კრიტიკულად სტრატეგიული დანიშნულება აქვს

პრეზიდენტი ტრამპი, მთელი თავისი ეპატაჟურობით, უკვე აღარაა „ღიმილისმომგვრელი“ - ყველა მიხვდა, რომ ეს მდიდარი და ავი მოხუცი კი არ გახლავთ, რომელსაც დიდი ფული აქვს და მსოფლიო თავისი კორპორაცია ჰგონია, ან პუტინის „თანაშემწე“, შეგზავნილი ემისარია და სადაცაა, ვაშინგტონის თავზე სხვა დროშა იფრიალებს.. არამედ ტრამპი, ესაა ტიპიური Man With Plan. როგორია მისი გეგმები? ცხადია აქ ჩვენ მხოლოდ ვარაუდი და დაცდა შეგვიძლია. ფაქტია - ის გეგმავს შეცვალოს მსოფლიო და მიუხედავად იმისა, რომ მას ამაში ლამის არ ჰყავს ენთუზისატი მოკავშირენი, ამერიკა და მისი პრეზიდენტი აცნობიერებენ, რომ ეს „უდაბნოს ქარიშხალი“ არაა, სადაც, თუნდაც ანტურაჟისთვის, კოალიცია და სახელმწიფოთა რაღაცის ირგვლი გაერთიანებაა საჭირო.

აქ, ამერიკა მარტოც კარგად გრძნოს თავს, ვინაიდან უკვე ცალსახაა - პლანეტაზე ქარისა და გრიგალის მიმართულებას კი არა, სიოს წამობერვასაც ის განსაზღვრა.

როგორც გახსოვთ, ჯერ იყო იერუსალიმის დედაქალაქად დასახელება, არაერთგვაროვანი რეაციები.. მაგრამ რა მოჰყვა წიოკსა და გნიასს? ლამის არაფერი.

ახლა, ეს.

ეჭვები მართლდება - ფიქლის ნავთობმა საკუთარ ცხიმში მოტივტივე შეიხები პრიალა ჟურნალების ამარაღა დატოვა. მანამდე აცალეს - მისცეს დიდი კლუბები, წილები ტექნოლოგიურ გიგანტებში...

იმ მარაგს, რომელიც ამერიკას ძველი ენერგმატარებლის სრულად ჩასანაცვლებლად ეყოფა, ამერიკა ისედაც ფლობდა, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა ნავთობის ფიქსირებული მარაგის ზრდა გამოიწვია და, რაც მთავარია, აწია მისი ჩანაცვლების შანსები. იმის გათვალისინებით, რომ ნავთობი, გარდა საწვავისა, უამრავი სხვა პროდუტის შექმნაში მონაწილეობს, მოპოვება არ შეწყდება, მაგრამ არც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დათქმული ვადა გადაიწევს 2050 წლისათვის - სულ რაღაც 30 წელიწადში, ნავთობსაწვავზე მომუშავე ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე ორთქმავალს დაემსგავსება.

ეს კი, სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთს, ანდამატად, ის ღვთიური ალაგის „რეპუტაციაღა“ შერჩება.

შეგახსენებთ, ჰოლაის სიმაღლე სტრატეგიული დანიშნულების, სადავო ტერიტორიაა და მას ისრაელი და სირია სანახევროდ აკონტროლებენ. 1967 წლამდე, მას სრულად დამასკო აკონტროლებდა, თუმცა ე. წ. „ექსვდღიანი“ ომის შემდეგ, ვითარება გამოიცვალა. ხოლო 1974 წლის ე. წ. „განკითხვის დღის ომის“ დასრულებისთანავე, სიმაღლეზე გაეროს ცისფერჩაფხუტიანთა პოსტები გამოჩნდა და ისინი 2013 წლამდე მოქმედებდნენ.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page