აშშ-რუსეთი - რა მოხდება მილერის შემდეგ?
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 19, 2019
- 3 min read
Updated: Apr 23, 2019
Update: ვიდეო დაემატა 23.04.2019 საგანგებო პროკურორის, რობერტ მილერის დასკვნამ ცხადჰყო: ტრამპის კავშირები რუსეთთან და კრემლის გავლენა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე მოგონილია - ბრალდებები, რომლებიც, დონალდ ტრამპის არჩევიდან მოყოლებული, სხვა და სხვა სიმწვავით ისმოდა, უსაფუძვლოდ გამოცხადდა.

მილერის გამოძიების შედეგები არ ხმაურდება - მნიშვნელოვანი დეტალები ხელმისაწვდომია ანგარიშში, რომელიც შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, უილიამ ბარმა მას შემდეგ გამოაქყვეყნა, რაც მილერის დასკვნას გაეცნო. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზეც დევს. ასევე, მან ის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცა.
ზემოაღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგაც, ტრამპმა გამოიყენა ტერმინი „სრული გამართლება“. თუმცა, მის ამ შეფასებას ყველა არ იზიარებს.
რეალურად, მილერის გამოძიებას უნდა ეპასუხა შემდეგისთვის: საერთოდ, ჩაერია თუ არა რუსეთი (ან, ჰქონდა თუ არა ჩარევის მცდელობა) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიმართეს თუ არა ტრამპმა და მის კამპანიაში ჩართულმა პერსონებმა დახმარებისთვის, რათა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონისთვის, რესპუბლიკელთა არაორდინალურ კანდიდატს მოეგო და აფერხებდა თუ არა, უკვე პრეზიდენტის რანგში, დონალდ ტრამპი გამოძიებას.
ბარის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მილერის დასკვნათა მიხედვით, „გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ ტრამპის კამპანიის მონაწილენი შეეთქვნენ რუსეთის ხელისუფელბას, რაიმე სახით კოორდინირებდნენ მათთან, რათა მომხდარიყო არჩევნების შედეგების მანიპულირება.“
მაშ, საბოლოოდ, ცდილობდა თუ არა რუსეთი ჩარეულიყო არჩევნებში და მოეხდინა მისი შედეგებით მანიპულაცია? მილერის გამოძიება ამ კითხვას ცალსახად პასუხობს: დიახ, ცდილობდა!
როგორც დასკვნა ცხადჰყოფს, ამისთვის კრემლი სულ ცოტა ორ „ინსტრუმენტს“ იყენებდა. ერთი გახლდათ „ინტერნეტ-კვლევათა სააგენტო“, რომელიც მჭიდრო კავშირშია პუტინთან დაახლოვებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან. მედიაში ამ სააგენტოს „ტროლების ფაბრიკად“ მოიხსენებენ.
მოხსენება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააგენტო ავრცელებდა დეზინფორმაციას და, ასევე, წარმართავდა „ოპერაცის სოციალურ ქსელებში“.
მილერის აზრით, ეს ქმედებები საზოგადოებაში უთანხმოების გასაღვევივებლად და, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოპოვებისკენ, მასში ჩარევისკენ იყო მიმართული. ხოლო იმის მტკიცებულება, რომ ტრამპი და მისი კამპანიის მონაწილენი მუშაობდნენ და კოორდინირებდნენ „ინტერნეტ-კვლევათა სააგენტოსთან“, მილერს არ გააჩნია. ამასთან, ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში, აშშ-ის იუსტიციის სამინიტრომ გამოაქვეყნა ბრალდება 13 რუსის მისამართით - ისინი სოციალური ქსელებში ყალბი „ექაუნთების“ ქსელის მეშვეობით, 2016 წლის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ცდილობდნენ. და ამ სიაში, პირველ ნომერი სწორედ ზემოხსენებული ევგენი პრიგოჟინია. თუმცა ის და მისი ჰოლდინგი „კონკორდი“, ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ამავე სიის კიდევ ერთმა „წევრმა“, სერგეი პოლოზოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლაც თანამშრომლობდა „ტროლების ფაბრიკასთან“, თუმცა არ იცოდა, რომ სააგენტო არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით მოქმედებდა.
ე. წ. მეორე ინსტრუმენტი აღწერილია, როგორც ე. წ. ჰაკერული გატეხვებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების გზით, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსაპოვებლად, „რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა“. როგორც საგანგებო პროკურორმა დაადგინა, პირებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში გახლავან, ჰილარი კლინტონთან და დემოკრატებთან დაკავშირებული პირების კომპიუტერები და ელექტრონული საფოსტო ყუთები იოლად გატეხეს და მოგვიანებით, დატაცებული მონაცემებს, სხვა დასხვა შუამავლების და, მათ შორის WikiLeaks-ის, მეშვეობით ავრცელებდნენ. უმნიშვნელოვანესი გახლდათ მილერის ანგარიშის ინ ნაწილი, რომელიც ტრამპის მხრიდან გამოძიებისათვის შესაძლო ხელის შეშლას უკავშირედება.
მილერმა არსებითი ვერაფერი წარმოადგინა. გენერალურმა პროკურორმა კი განაცხადა, რომ ბრალის წაყენებისთვის, უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო. როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამას „სრული გამართლება“ უწოდა, თუმცა, იქვე ითქვა ისიც, რომ ამას ყველა არ დაეთანხმა - დადგა მოთხოვნა, რათა ანგარიში სრულად გამოქვეყნებულიყო, რომ მოქალაქეებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ დასკვენების გაკეთება.
Update: ვიდეო დაემატა 23.04.2019
წარმოადგენელთა პალატაში ამგვარ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ბარმა უნდა მიიღოს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც თემა ერთგვარად დაიხურა, აშშ-რუსეთის ურთიერთობები დათბება და სანქციებიც გაუქმდება?
ცხადია, არა. თუნდაც იმიტომ, რომ მილერის ანგარიშმა ცალსახად დაადასტურა რუსეთის მცდელობა ჩარეულიყო არჩევნების შედეგებში. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ტრამპის არჩევმადე გაფუჭდა და ამის მიზეზი, ყირიმის ანექსია, საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და სირიის საკითხი გახლდათ. გარდა ამისა, არავის დავიწყებია, რომ კონგრესი ემზადება განხილვისთვის სანქციათა ახალი პაკეტისა, რომელსაც, თავად კანონმდებლებმა „სანქციები ჯოჯოხეთიდან“ უწოდეს. მოსკოვის რეაქცია თავშეკავებული იყო. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა ანგარიშისთვის, ვინაიდან რუსეთის ხელისფელბას არ ჰქონია შესაძლებლობა, სრულად გასცნობოდა დასკვნას და მხოლოდ ცალკეული მომენტებზე დაყრდნობით, მსჯელობა არ ღირდა. თავად გამოძიებას, მან „ბნელ ოთახში შავი კატის ძიება“ დაარქვა და დაამატა:
პრინციპში, რეზიუმეში ახალი არაფერია, გარდა აღიარებისა, რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებები, რომელბიც კვლავაც ისმის რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ კვლავინდებურად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. მაგრამ, გაოცებას იწვევს ის, რომ 19 იურისტის, გამოძიების ფედერალური ბიუროის (FBI) 40 თანამშრომლის, ექსპერტ-კრიმინალისტებისა და სხვა სპეციალისტთაგან შემდგარ გუნდს, თითქმის ორი წელი, 2800 სასამართლო უწყება, 500 მოწმის დაკითხვა და ამდენივე ჩხრეკა დასჭირდა. ანუ, იმისათვის, რომ ცხადი სიყალბე უარეყოთ, დაიხარჯა კოლოსალური ძალისხმევა და გადასახადის გადამხდელთა არც თუ მცირე სახსრები.
არსებობს უფრო ოპტიმისტური მოლოდინიც. რუსეთის ფედერალკური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი თვლის, რომ, „არის შანსი, რათა ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა, გარისკავს ტრამპი? - აი, ესაა საკითხავი“. იმ დრომდე, ვიდრე WikiLeaks-ის შექმნელი ჟულიენ ასანჟი არ დაიკითხება, რაიმეს გადაჭრით მტკიცება არ შეიძლება. აქ საგულისხმოა ის რეაქცია, რომელიც მის დაკავებასთან დაკავშირებით მოსკოვს აქვს - ის ამას დაუშვებლად მიჩნევს. ეს კი, თავისმხრივ, ეჭვების გამოსათქმელად საკმარისი საფუძველია.
Comments