ახალი ფაზა დაჭერებია? (+VIDEO)
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 12, 2018
- 1 min read
ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ახლახანს დასრულდა, ნებისმიერ ვარიანტში - ანუ რაც უნდა იყოს მის უკან, თავში თუ ქვეშ - ცუდია და ჯანსაღ საარჩევნო ვითარებას სპობს.

ახლა, იმის საფუძველი, რომ კანდიდატის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მხოლოდ ერთი მაქვს - იმ ძალების რეპუტაცია, რომელსაც ის წარმოადგენს. მაგრამ დროებით გადავდოთ ეს და დავუშვათ, რომ მართლაც ასეა - კანდიდატსა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. კრიმინალთან ერთად, ეს, ელემენტარულად, ქვეყნისადმი მტრული ნაბიჯია და ამის ჩამდენი, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. თუმცა, განვმეორები: არც იმის საფუძველი არსებობს, რომ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებები აბსულუტურ სიმართლედ მივიღოთ. მისი თქმით, პიროვნებები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი ყოფილი სამხედრონი გახლავანო, თუმცა არავინ დაუსახელებია.
აი, სწორედ ეს, წინადადებებს შორის ჩაკვეხებული ვითომ ჩვეულებრივი ფრაზა, შესაძლოა, ყველაფრის განმსაზღვრავი და ამხსნელია.
დევი ჭანკოტაძე და სამხედროთა მიმართვა, რომელიღაც „ძველი მებრძოლის“ უცენზურო ვიდეოაქტივობები.. ეს ყველაფერი ერთი მწკრივის ცალკეული „ობიექტებს“ ჰგვანან. და ახლა „იდენტიფიცირებული“ „ყოფილი სამხედროები“ სულ სხვა ჟღერადობას იძენს. სავარაუდოა, რომ ბრიფინგი მხოლოდ სასტარტო „გასროლა“ იყო. ლოგიკურია, რომ დღის ბოლომდე თემა დუღილის ტემპერატურას მიაღწევს. დასკვნა, რომ „ყველაფერზე წამსვლელი ძალები“ კონკურენტის პოტენციალის შესუსტებას, საკუთარი ჩანაფიქრივით ბინძური მეთოდებით ცდილობენ, ჯერ ცოტა ნაჩქარევია.
Comments