top of page

ახალი ფიგურის გამოდგმა?

სიმართლე გითრათ, როდესაც ვისტიცკის ტექსტს გავეცანი, კმაყოფილი დავრჩი. სხვათა რეაქციაც, ანალოგიური გახლდათ. ბევრი იყო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი, რუსულ ძალოვნებშიც მოიპოვება საღად მოაზროვნე ადამიანები.. შემდეგ კი მეტად დაკვირვებით გავეცანი ტექსტ და, რაც მთავარია ამ სიტყვების ავტორს. ოფიციალური „ტიტულატურა“ ფრიად მეტყველია:

რუსეთის საჰაეროსადესანტო ჯარების (ВДВ), სამხედრო დაზვერვის (ГРУ), ფლოტის და სპეცრაზმის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ეს მიხეილ ვისტიცკია.

ეს კი მისი საკმაოდ მოზრდილი ტექსტის არც თუ პატარა მონაკვეთი:

"ლურჯი ბერეტების" სიმღერაში ესეთი ტექსტია "ჩვენი ლურჯი სამხრეები ბოლოს ყოველთვის შავდებიან". ჩემს ასეულში 27 უკრაინელი მსახურობდა თქვენ კი მეუბნებით, რომ ეს ჩემი ძმები ახლა მტრები არიან?! ისინი ფაშისტები გახდნენ, რადგან თავიანთი კორუმპირებული, ქურდების მთავრობა გაყარეს?! ნუ მეუბნებით ვინაა ჩემი მტერი და ვინ მეგობარი - ეს მე თვითონაც კარგად ვიცი და ვერანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ მაიძულებს ჩემს ძმებს მტრები ვუწოდო! თქვენ იძახით, რომ ისინი ბოროტების მხარეს არიან, ჩვენ ვინ ვართ თქვენთვის, სიკეთის მეომრები?! მაშინ რატომ არ ვომობთ არასდროს საკუთარ მიწაზე?! რატომ გვეძახიან პოლონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ავღანეთში, საქართველოში, ჩეჩნეთში და უკრაინაში ოკუპანტებს?! დაფიქრდით რომელიმე თქვენგანს მიუღია მონაწილეობა ომში სადაც "ფაშისტების" მშვიდობიანი მოსახლეობა გიყვიროდათ "წაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპანტებო!"-ს? რატომ ვომობთ ჩვენ ძმებთან, რატომ ვერ ვძღებით სისხლით?! ისინი ყველანი ფაშისტები არიან?! მაშინ რატომ გადავდივართ ყოველთვის პირველ შეტევაზე ჩვენ, თუკი ისინი არიან აგრესორები?! ჩვენი ძმები ვხოცოთ იმ იდეალებისთვის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ვერც კი გვიხსნის? რომელი იდეით უნდა გაფართოვდეს ეს სისხლიანი იმპერია, როცა ჩვენი წარმოება განადგურებულია, არასაკმარისია საავადმყოფოების, ბაღების და სკოლების რაოდენობა, მოხუცთა თავშესაფრებში კი ხალხი შიმშილით იხოცება. სახელმწიფო ბიუჯეტს მთავრობა ჭამს, ქურდები კი გეორგიევსკის ლენტებით დადიან ქუჩებში. ჩვენ ქვეყანაში არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმია, ეს რაღაც საზიზღარი ჩინოვნიკების ფეოდალური წყობაა! თვითონაც არ ვიცით საით მივექანებით და გვინდა ჩვენი ძმებიც ჩავითრიოთ ამ სიბინძურეში! დაფიქრდით ხალხო ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები არ დაგვრჩა თუ არ ჩავთვლით ბელარუსს და ჰონდურასს! და მალე ისინიც არ გვეყოლება იმიტომ რომ სისხლში ვახშობთ ჩვენი ძმების ოცნებებს! თქვენ გინდათ თქვათ, რომ მთელი მსოფლიო ფაშისტია და ჩვენ გვებრძვის?! არც კი გრცხვენიათ, ეს ჩვენ ვართ გაუმაძღარი დამპყრობლები. რუსეთში არასდროს აფასებდნენ ადამიანების ცხოვრებას, ჯარისკაცებისას კი მითუმეტეს!

დამეთანხმეთ, ხშირი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთის ძალოვანი სტრქტურებისა თუ საიდუმლო სამსახურების წევრი ასე ფიქრობს და, რაც უმნიშვნელოვანესია, ამას ხმამაღლა აცხადებს. ცნობები რუსეთის ძალოვანებს შორის უკმაყოფილების ზრდის შესახებ, სულ უფრო ხშირია. საქმე, თურმე, ცალკეული გენერლებისა და მათ გარემოცვათა დაპირისპირებამდეცაა დასული. ცხადია მონაწილეობს ფულიც, რომელიც ვერ გაიყო... შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ იმ „საპენსიო“ თანამდებობის მატარებელ ვისტიცკის აღარაფერი აკავშირებს ამ ხალხთან? სვათა შორის, ახლა, მასზე, როგორც „სხვა“ ძალოვნების შესაძლო კანდიდატზე საუბრისას, აქა-იქ შეხვდებით მოსაზრებას, რომ ნემცოვის სიკვდილი და თან ასე, ყველაზე ნაკლებად აწყობდა სწორედ პუტინს და ხელს აძლევდა მის მოწინააღმდეგე ბანაკს, რომელსაც „ახალ“ არჩევნებში ისედაც არ ეპიტნავებოდათ ბორის ნემცოვი.. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ნემცოვის მკვლელობის საქმე გახსნილი უნდა იყოს და პუტინს, ამით, მეტოქეთა განეტრალება იოლად შეეძლო, მაგრამ ეს არ მოხდა და ამდენად, ვერსია მყიფე თეორიად რჩება - სუსტად დასაბუთებულ ვარაუდადაც არ გამოდგება.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ყოფილი“ მედესანტე ბუნტის გზას გასცქერის და ის ჯამბაზად ქცეული ნავალნი არაა - ეს რუსეთის სამხედრიო და სადაზვერვო ელიტის კაცია.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page