top of page

„ახალი ქართული სენსაცია“

ყველამ ვიცოდით: ანდორა-საქართველოს მატჩს ესპანელი სკაუტები ესწრებოდნენ, რათა გიორგი ჩაკვეტაძეს დაკვირვებოდნენ. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ესპანური მედია უკვე წერს არა როგორც სავარაუდო ინტერესის ობიექტზე, არამედ, როგორც ლამის უალტერნატივო არჩევანზე. და უნდა ითქვას, გულშემატკივართა და უბრალო მკითხველთა კომენტარებშიც, დადებითი ინტონაციებში შეინიშნება.

ree

აი, მაგალითად, sport.es, რომელიც იქვე ჩაკვეტაძის გოლების ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს, სათაურით „გენტის ბომბარდირი, რომელიც „ბარსას აინტერესებს“

„როგორც ადრეც ვიუწყებოდით, გიორგი ჩაკვეტაძე, ეს ახალი ქართული სენსაციაა“ - წერს გამოცემა და ქართველი ფეხბურთელის რიგ თვისებებზე და სტატისტიკაზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, ქართველზე დაკვირვება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებულა. თუმცა, ახლა უკვე ცოცხლად და რეალურ საქმეში მას სკაუტების უმაღლესი ეშელონის წარმოადგენლობა დააკვირდა. „რათა რეალობასთან შეედარებინათ ის ანგარიშები, რაც მთელი წლის მანძილზე ამ ფეხბურთელზე მისდიოდათ“ - წერს ესპანური ვებგვერდი.

შეფასებები ცალსახად დადებითია. სამწუხაროდ, გამოცემა მხოლოდ იმას წერს, რომ „ბარსა“ ზამთრის ფანჯრით სარგებლობას აპირებს, რათა შეტევა გააძლიეროს.

ჩაკვეტაძე სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, როგორსაც მწვრთვნელი ითხოვს - სივრცების მოყვარული, იოლად ცვალებადი სიჩქარით, ფლანგზე მოთამაშეც, ხან ფორვარდი და ხანაც, პლეიმეიქერი.

მაგრამ არაფერია ნათქვამი თუ კიდევ ვინ განიხილება ამ პოზიციაზე - ვინ უწევს გიორგის კონკურენციას?


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page