top of page

ახტა ძე! (+video)

შესაძლოა არ გახსოვთ, მაგრამ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებს. ზუსტად ერთ წელიწადში, მისი მთავრობა საკუთარ მადელეგირებელ ხალხს დაუპირისპირდა და უსასტიკესად მოექცა. ისე გამოიყურება, რომ ჩვეულებრივ, ყოფით, ადამიანურ ურთიერთობაში იმდენად საშინელი არ უნდა იყოს, როგორც იმ სტატუსის ტარებისას, რომელიც საპალნესავით აჰკიდეს და მიათრევინებენ. რაღა დაგიმალოთ და, ერთ დროს სიბრალულსაც გაურეჩხავს გულში..

„თავს იღუპავს!“ - ეს იყო ჩემი ფიქრი იმხნად.

ახლა, საკმარისია ამ ინდივიდის მთელ „ნამოღვაწარს“ გადახედოთ, რომ სიბრალული სადღაც ქრება. მე ახლა არ ვარ მზად იმისთვის, რომ დაწვრილებით მიმოვიხილო ის როლი, რომელიც მან თუნდაც რკინიგზის დაქცევაში იქონია, მაგრამ ეს კი დანამდვილებით მეთქმის: ტიპი არ შეიძლება ამდენად ცარიელი იყოს. ესოდენ დაცლილი. მისი სიტყვები, ყოველგვარ შინაარსსა და ემოციასაა მოკლებული და მეტიც, მისი ყოველი გამოსვლა არის სამსახური მტრისა. „ბაში აჩუკი“-ის ზელიმხანია ნამდვილი და თიმსალ-მაკოებიც, ათას ოქროდ ყველას და ყველაფერს რომ გაჰყიდიან, ისე ახვევია, როგორც ცხელ ფუნას ბუზი.

თუ დღეს გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება და „სკკპ“-ის თავკაცი ივანიშვილი კვლავ „მთავრობის თავჯდომარე“ ხდება, ბახტაძეს ძალიან ცოტაღა დარჩა შესასრულებელი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა დავალებებია გაცემული, თუ კი ის მიიჩნევს და აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩვენ რუსეთსა და მის დამქაშებს კი არ ვებრძოდით, არამედ, თურმე, ძმათამკვლელ ომში ვყოფილვართ. მე არ ვიცი ვისთან ძმაკაცობს ბახტაძე ვთქვათ „ბაგრამიანის ბატალიონიდან“ ან „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ რომელ საველე მეთაურთან ჭამა ვერცხლი, მაგრამ აი, ვინ მიაჩნია მას ჩვენს ძმებად.

„Муса Шанибов: мы быстро должны научится, убивать, резать, на куски, отрезать носы грузинам..“ ერთი სიტყვით, პრემიერ მინისტრი ბახტაძე ახლა უკვე რაღაც რიგითი ბოთე აღარაა. ესაა ტიპი, რომელიც მშობელ ერს აუხტა. მე, პირადად, შემთხვევა, როდესაც ძე მშობელს აუხტა და კარგად დაასრულა, არ მახსენდება.


Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page