top of page

ბალტიის ახალი ვარსკვლავი

ინგრიდა შიმონიტე ლიტვის პრეზიდენტობის კადიდატია. მისი „ლიტვის ქრისტიან-დემოკრატები“ ე. წ. კონსერვატიულ ფრთას იკავებენ და მათი პოპულარობა, მზარდია. პირადად ჩემთვის, ეს ლიდერი მხოლოდ მარტის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე კოლეგასთან (აუდრონიუს ჟუბალისი, ლაურიას კასჩინიუასი) ერთად, ხელისუფლებას რუსი მომღერლის, ლეპსისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა კატეგორიულად მოითხოვა. მან და მისმა კოლეგებმა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მოთხოვეს შეემშავებინათ კონცეფცია, რომელიც ამგვარი „მანტიით“ შემოსილ „პერსონაჟებს“ საზღვრის გადაკვეთას გადაულახავ წინააღმდეგობად უქცევდა. თავად ლეპსთან დაკავშირებით კი, კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ - შეეტანათ იგი არასასურველ ვიზიტორთა სიაში.



მისი შეხედულება იდენტური გახლავთ იმ მიდგომისა, რომელიც აღნიშნულ ლეპსთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ - ის საეჭვოდ უკავშირდებას რუსულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას „Братский круг", მას დასავლურ პრესაში დიდი ხანია ასახელებენ „მაფიის საყვარელ შემსრულებლად“. შტატებთან ერთად, ამგვარი გადაწყვეტილერბა ბრიტანეთმაც მიიღო და, მოგვიანებით, ისრაელმაც. გინდა არ გინდა, გახსენდება ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ ნაქართველარის თბილისურ კონცერტს ახლდა. დღეს, მეგობრებმა კანდიდატ შიმონიტეს ეს სიტყვები გაავრცელეს:

„შეგვიძლია თუ არა რუსერთთან ურთეირთობა? არა!. ვინაიდან რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, საზღვრები და ის დასავლეთში კორუფციისა და ფულის რეცხვის ექსოპრტითაა დაკავებული“

გინდა არ გინდა, გაგახსენდება რიგ ქართველ პოლიტიკოს ლიდერ ქალთა განცხადებები. #ლიტვა #რუსეთი #ინგრიდაშიმონიტე

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page