top of page

ბარაბას გზა!

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიდიადით სარგებლობს ბევრი და, მათ შორის ისინიც, ვინც ებრძოდა მას, მის იდეებს და დღეს, მისი იდეების აბსოლუტურ განხორციელებად გვასაღებენ თავს. აბა, გაიხსენეთ, რას ბრძანებდა ერთი ჩვენგანი მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, სულ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მოედანი ეპყრა, თუმცაღა, ბურთზე იძახდა, ეგეც მაქვს, ოღონდ არ წამომიღიაო.

პრეზიდენტი გამსახურდია, გამოცხადდა გულანთებულ მამულიშვილად, რაც პოლიტიკოსობისთვის და ქვეყნის მართვისთვის, სრულიად არასაკმარისი გახლდათ. სულ ახლახანს, მასზე საუბრისას, იმავე მოქალაქეს აღმოხდა სიტყვები „დიდი ზვიადი“.. და ეს იყო ერთ-ერთი ყველზე მკაფიო სიყალბე, რაც კი მახსენდება.

ამასწინად, რამდენიმე პუნქტიანი ჩამონათვალი გამოაქვეყნდა და ამით ყველაფერს გაეცა პასუხი. პოლიტიკოსობა შედეგებით იზომებაო, ბრძანა ამ ჩამონათვალის ავტორმა და მართლაც, ასეა. თქვენის ნებართვით, რამდენიმე საკვანძო მომენტს შეგახენებთ.

35 წლიანი ბრძოლის შემდეგ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის - რუსეთისგან ქვეყანამ და ხალხმა თავი უსისხლოდ, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნებით დაიხსნა. 1992 წლამდე, ანუ, არასრული წლის მანძილზე, საქართველო 28 სახელმწიფომ დე-იურე (!) ცნო. საქართველოს არ გააჩნდა საშინაო ვალი და საგარეო ვალების აღებაზეც, უარი ითქვ ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოლქის გაუქმდა. რუსეთის ჯარებს მიენიჭათ ოკუპანტის სტატუსი 1991 წ.-ის 23 მარტს, გამსახურდია -ელცინის შეხვედრისას გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რუსეთმა ოლქის გაუქმება ლეგიტიმურად აღიარა და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის დათანხმდა

(ეს საბუთი იტყვის თავის სათქმელს, არც ისე შორსაა ეს დრო) თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მთლიანად და ერთად ზეიმობდა 26 მაისს. „ლოკომოტივის“ სტადიონზე შეკრებილ ათასებს, მაშინ ჯერ მხოლოდ მოძრაობის ლიდერმა გამსახურდიამ, ორ მიმართულებაზე მიუთითა: „ქრიტეს გზა“ და “ბარაბას გზა“. ამის შემდგომ, ყველაფერი ამ ორიდან სწორედ არასასურველი გზით წავიდა და ამის შედეგებს, დღესაც ვიმკით. და სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ დღეს ამ ყალბი წუხილის ცქერა გვიწევს. #საქართველოსდამუკიდებლობა #ზვიადგამსახურდია

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page