„ბასილევსის“ 17 გაელვება
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 24, 2019
- 1 min read
Updated: Mar 25, 2019
ყველაფერი „ჩემი“ გეგმით მიდის - ნიკოლოზი უმატებს და წინ მიიწევს - როგორც კონკრეტულ ტურნირში, რომელიც იმედია მისი ტრიუმფით დასულდება, ასევე მსოფლიო რეიტინგშიც, სადაც ის უკვე მეჩვიდმეტე ადგილზეა და ეს, არა მხოლოდ მისი პირადი რეკორდია, არამედ ქართული ჩოგბურთის ჯერ არნახული მიღწევაც.

მერვედფინალში, ქართველმა რობინ ჰაასე არც თუ დიდი გაჭირვებით ჩამოიცილა - საკუთარ ჩაწოდებებზე ძალიან დამაჯერებელი გახლდათ, ხოლო მისმა ვიზავიმ, მოწოდებათა თავის სერიაში, ერთ-ერთი ჩააგდო და ძვირადაც დაუჯდა. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ეს არ იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვების მიზეზი - ის, უბრალოდ უკეთეს ფორმაშია (ან, ეგებ, კიდევ უფრო მარტივად - უფრო მაგარია) და შესაძლებლობები კარგად გამოიყენა. ორიოდ დღის წინ გამოთქმულ სურვილს გავიმეორებ: პროგრამა მინიმუმი, ათეულში შეღწევაა. შეხვედრები არც ისე ბევრი დარჩა და ბუნებრივია, მეტოქეთა კლასიც ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე მანამდე. ასე რომ, ერთი, სენსაციასთან მიახლოვებლი გამარჯვება, ათეულს უთუოდ დაგვაახლოვებს. ნიკოლოზ ეს უდავოდ შეუძლია. მომდევნო ეტაპზე, ქართველი ჩოგბურთელი კანადელ - ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდება მიდი, BASS!
Comments