ბორისი და რუსეთი
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 25, 2019
- 2 min read
ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს - ყველამ ვიცით. არაორდინალური ტიპია - ვხედავთ და სადღაც მოგვწონს კიდეც ეს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვრწმუნდებით - თანამედროვე სამყაროში, ძველი „ინსტრუმენტები“ ძალიან არაეფექტურია. ამდენად, სიახლის აუცილებლობას მთელი კაცობრიობა აცნობიერებს - ზოგი მონაწილედ, უმეტესობა კი დამკვირვებლის როლში. ერთი ეგაა საორჭოფო: ეს ის ტიპაჟია, რომელიც ახალ ეპოქაში შეგვიყვანს?

თუ კი უფრო სერიოზულად, ბორის ჯონსონის გაპრემიერება არ ესიამოვნათ მოსკოვში და პირადად ჩემთვის, ეს საკმარისზე მეტი საფუძველია, რომ ამ ტიპის მიმართ სიმპათიებით განვეწყო. გახსოვთ მისი და ლავროვი შეხვედრა, როდესაც ჯონსონი ტერეზა მეის კაბინეტში საგარე საქმეთა მინიტრის პორტფელს ფლობდა? გავიხსენოთ, ერთ რამედ ღირს
აქვე, მისი რუსეთისადმი დამოკიდებულების ამსახველ ერთ ციტატასაც მოვიხმობ:
„რუსული სახელმწიფო კვლავ ჩვეულ სტრატეგიას მისდევს, როდესაც სიმართლის ნემსის სიცრუის ზვინში ჩაკარგვას ცდილობს. და როდესაც მე ჩემს ევროპელ კოლეგებს ბრიუსელში შევხვდი, გავოცდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არავინ „ჭამა“ - მაგიდის ირგვლი შეკრებილთაგან, თითქმის ყველა ქვეყანას ჰქონდა გამოცდილი რუსეთსი დანაშაულებრივი ქმედებები. უმეტესობა ცრუ პროპაგანდისტული თავდასხმების ობიექტი გახდა, როგორც ამჟამად ბრიტანეთი. სწორედ ასე, პუტინი საკუთარ ქვეყანაში იქცევა და არ უნდა ველოდოთ, რომ სხვაგვარად იმოქმედებს მის საზღვრებს მიღმა.“
სხვათა შორის, აქ შეგვიძლია ის პასუხიც გავიხსენოთ, რომელიც მან გასცა პუტინს, რომელმაც განაცხადა, რომ ლიბერალურმა იდეამ თავი საბოლოოდ ამოწურა.
„პირდაპირ რომ ვთქვა, ვლადიმირ, მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც კაპიტალი, რომ იტყვიან, თავმოყრილია ოლიგარქთა ხელში, ბელადის ამფსონთა ხელში.. სადაც ჟურნალისტებს კლავენ, სადაც „ლიბერალურ ღირებულებებს“ დასცინიან, სადაც, „როსსტატის“ მონაცემებით, მოსახლეობის მესამედი ვერ ახერხებს შეიძინოს ორ წყვილ ფეხსაცმელზე მეტი, 12% მოსასაქმებლად ქუჩაში გადის, ხოლო რეალური შემოსავლები, მცირდება უკვე მეხუთე წელია..“
ასე რომ, თამამად შეგვილია გნავაცხადოთ, რომ მონათა ოლიგარქიულ იმპერიასთან მებრძოლთა რიგებს, ღირსეული ლიდერი შეემატა. სხვათა შორის, მისი პრემიერობა გერმანულ ე. წ. „ჭრილში“-ც საინტერესოა. პირველი რეაქცია თავშეკავებული იყო - ასეც შეიძლება ითქვას. პრინციპში, დემარში და სიმწვავე არც იყო მოსალოდნელი. ნებისმერ ვარიანტში, ფაქტია - ჯონსონმა თავისი მიმართვაში, რომელიც „დაუნინგ სტრიტ 10“-ის წინ გააკეთა, (პრემიერის რანგში, პირველად) ცალსახად განაცხადა: „ვაპირებთ, აღვასრულოთ პარლამენტის მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებები და გავიდეთ ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს, არანაირი “თუ” ან “მაგრამ!“. და თუ კი ეს მოხდა, და ამის შემდგომ ევროკავშირმა რამე კარდინალურად არ შეცვალა, მაშინ, მოდი და ვიკითხოთ: საბოლოოდ, ჩვენი მიზანი ევროპული სტანდარტია (ყველა მიმართებით) თუ გაურკვეველი მომავლის ორგანიზაციის წევრობა?
Comments