top of page

„ბორნის უპირატესობა“

ეს რომ ბაქრაძის განცხადების პარალელურად ყოფილიყო ნათქვამი, ან მისი გაკეთებიდან მალევე, ის რეაქცია არ ექნებოდა, როგორც ახლა აქვს.

განცხადების გავრცელების დრო (მედიის მიერ გავრცელება მაქვს მხედველობაში) ცხადჰყოფს, რომ უგულავამ მისი გაკეთება „საგანგებო“-ს საწებლით მოინდომა. რამდენიმე საათს ელოდა. გაკეთდა დღის მიწურულს, რაც ნათქვამს, რიგ თვისებას სძენს და, ამავდროულად, რიგ თვისებათაგანს, ართმევს.

საქმიანობა, რომელიც, საბოლოოდ, ისტორიის პროდუქტს ქმნის, ისევე როგორც ყოველი სხვა გარჯა, სფეციფიკის მქონეა. აქ, ამ საქმეში, თარიღს უუდიდესი მნიშვნელობა აქვს. ანუ ბაქრაძის მიერ 30 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, „დავამატებდი“ 30 დეკემბერსვე და „დავძენდი“ 1 დეკემბერს, სხვა და სხვა ამბავია. საბოლოოდ, იმავე დღეს, უგულავამ საგანგებო განცხადება გააკეთა, ყველაფერი კერძო პოზიციით ახსნა და ეს ზომიერება, პარტიის გადაწყვეტილების კიდევ უფრო დაწვრილებით განმრტებაშიც ჩადო. მოკლედ, მას თავი არ განუკერძოებია. ამავე შინაარსის სხვა განცხადება, რომელიც მისმა თანაპარტიელმა გუნავამაც გააკეთა, და ეგებ მანამდეც, უკვე საწებელი და საკმაზი აღმოჩნდა და, როგორც მინიმუმ, ნიშნავს იმას მაინც, რომ პარტიაში განსხვავებული აზრი არის, არ იდევნება და ა. შ. ამ განცხადების პირველ დეკემბერს გაკეთება, თემით დაინტერესებულ საზოგადოებას პარტიაში აშკარა წინააღმდეგობების „აღმოსაჩენად“ განაწყობდა და, ალბათ, აღმოაჩენდა კიდეც. იმთავითვე ცხადი იყო: 40%-ის ამღები, აქციის ორგანიზებას არ მიაბარებდა 10%-ის იმ მფლობელს, რომელსაც ეგებ უკვე ეგ მაჩვენებელიც აღარ აქვს, მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. არ მიაბარებდა თუნდაც იმიტომ, რომ დღეს თავად შეუძლია მეტი. მაგრამ იმ პარტიის ის 10%, რომელსაც ამჟამად მოქმედ საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავს, არაა იმდენად ცოტა, როგორადაც შესაძლოა მოჩანს და ეს, სწორედ ბაქრაძის განცხადებამ ცხადჰყო - „ევროპულ საქართველოს“, გაზმორვაზე იოლად შეეძლო პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომელიც კვირის აქციას „forte“-ს შესძენდა და უფრო მკაფიო შინაარს, ვიდრე ახლა აქვს - საკმარისი იყო მათ და ნაციონალებს მანდატები დაეტოვებინათ, რომ... მაგრამ ეს არ მოხდა და, შესაძლოა, საბოლოოდ აღმოჩნდეს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, პარტია სოლიდარობის რეჟიმშია, ლიდერი კი მონაწილე. თანაც, დააკვირდით, ამით უგულავა მოვლენათა განვითარების ნებისმიერ ვარიანტში და ნებისმიერი ბანაკისათვის, თავს თამაშში იტოვებს და კიდევ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა: მას ეძლევა შანსი ერთხელ და სამუდამომდ მოიცილოს „ბიძინას პროექტის“ „დამღა“, რომელიც უნდა არ უნდა, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, სახეზეა. და მეორეც: მთელ თავის ბანაკში, უგულავას ერთი ძალიან წონადი უპირატესობა გააჩნია - დააშავა თუ არ დააშავა, დარტყმა, სხვა არა ერთისგან განსხავევბით, მან თავის თავზე მიიღო, გალიაშიც ჩაჯდა და ნარაც ხეხა. რეალურად, ეს ამ მოძრაობის ჭეშმარიტი ლიდერია და თუ კი მათ (უგულავას და „ევროპელებს“) ერთობლივი მომავალი ჯერ კიდევ აქვთ, ძალიან მალე გამოჩნდება ვინაა მძღოლი.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page