top of page

ბრძანება მოთხოვნის ნიღბით

სერგეი გავრილოვი ქადაგადაა დაცემული და არცაა გასაოცარი - რუსეთის დუმის წევრებს, ხშირად არ აპანღურებენ ქვეყნიდან. ჩვენ ვნახეთ მისი ის კომენტარებიც, რომელიც მან რუსულენოვან მედიაში უხვად ჩამოარიგა. საყურადღებოა, რომ მისი თქმით, ქართული მხარე ამ ღონისძიების საქართველოს დედაქალაქში გამართვას ორი წელი მოითხოვდაო და კიდევ, სადაც მასპინძლებმა მიმითითეს, იქ დავჯექიო. ცხადია, მისი არც ეს და არც რომელიმე სხვა ნათქვამი იმსახურებს უტყუარობის „თიკუნს“, მაგრამ ყველაფერი, რაც „ოცნების“ ხელისუფლებას იერად დაჰკრავს, მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა. ახლა კი, აღნიშნული გავრილოვი გამობრძანდა და კატეგორიულად მოითხოვა ყველა „დესტრუქწციული“ ელემენტის დასჯა.

თავდასხმის დროს მოგვიწია პარლამენტის დატოვება და სასტუმროში გადასვლა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს. მგონია, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

ცხადია ეს მოთხოვნა პირდაპირ დირექტივას წააგავეს და რასაც დილიდან ვუცქერ, შესრულებაც არ დააყოვნებს.



გამოიწვევს თუ არა ეს ქარიშხალს?

გააჩნია „გარნირს“, რომლითც ამ „კერძს“ შემოგვთავაზებენ. სულაც არ გამიკვირდება, რომ ამ საქმეებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, სავარაუდოდ, შეკერილი იქნება, ხელისუფლებამ უბრალოდ გარდაუვალი დააჩქაროს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ მრავალსვლიანი კომბინაციისა, რომელიც, საბოლოოდ, ინტერვენციით უნდა დასრულდეს. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page