ბულგარეთმა რუსეთს ზურგი შეაქცია
- კოტე ნიშნიანიძე
- May 21, 2019
- 1 min read
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამას დიდი წინააღმდეგობები შეხვდა - მანამდეც და სხდომის დროსაც, სადაც პრორუსმა მღვდელმთავრებმა დებოშიც მოაწყეს, თუმცა მათი 7 ხმა, მომხრეთა 8 ხმამ გადაწონა.

ბულგარეთის პატრიარქის პოზიციით, დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებ ელკელსიას უნდა გულისხმობდეს.
Има ли независима държава - трябва да има и независима Църква
ბულგარული გამოცემა, რომელიც ამ ცნობას ავრცელებს, აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამჟამინდელი გადაწყვეტილებისა, ყველაფერი ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ვინაიდან სინოდის წევრთა შორის, პრორუსი მღვდელმთავრების რიცხვი იზრდება. ეს, შესაძლოა, საბოლოოდ სინოდის ახალ განჩინებამდეც მივიდეს, მაგრამ ამჟამად, ეს მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა.
პრაქტიკაში კი ვხედავთ, რომ ბულგარეთის ეკლესიამ რუსეთს ზურგი შეაქცია. რომ პრორუსი ეპისკოპოსების საკითხი, განსასჯელად, კანონიკურ კომისიას გადაეგზავნა. აღსანიშნავივია, რომ ბულგარეთში რელიგიათა შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული და ისინი ძალაში წელს შევიდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თითოეული მღვდელი, სახელწმიფო ბიუჯეტიდან ხელფას იღებს - 920 ლევის.
Comments