ბურჯანაძემ „ნიჟე“ გააკეთა
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 7, 2018
- 3 min read
Updated: Feb 9, 2019
კრემლის მესვეურებისა და იდეოლოგებისათვის, გათვალისწინებით იმისა, რომ საბჭოეთი წარსულს ჩაბარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში იდეალურად ის დრო მიიჩნევა, როდესაც ბოტასებიან შეიარაღებლ ძალებს, სათავეში ვარდიკო ედგა , უშიშროებას ევალებოდა საშიშროება და საქართველოც, დროზე ნელა მიღოღავდა.

მას მერე, ეს კრემლისთვის იდეალური ვითარება, მკვეთრად უარესდებოდა. „ვარდების რევოლუციამ“, რუსული გავლენა ლამის საერთოდ გააქრო. ზოგჯერ, რაღაც გამოვლინენები იყო, თუმცა ეს მაინც ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. და მას მერე, რაც ხელისუფლებაში, მოდით ასე ვთქვათ, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები მოვიდნენ, თითქოს ყველაფერი რუსეთისთვის კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მოსკოვის კაცმა დასახულ ამოცანას თავი ვერ გაართვა.
და მაინც რა იყო მისი ამოცანა, თუ კი მას ერთ ფორმულაში მოვაქცევთ? მოსახლეობაში აპათიისა და სახელმწიფოსადმი ნიჰილიზმის გაღვივება, რუსული კაპიტალისა და პროპაგანდისტული მანქანისთვის სასათბურე პირობების შექმნა და რუსეთის სახით, მსხნელის წარმოჩენა - ანუ, „თარგი“ იმდენად ძველია, რომ რუსულსაც ვერ დაარქმევ. პირველი ორი, ასე თუ ისე, შესრულდა, მაგრამ მესამე, გადაულახავი ამოცანა აღმოჩნდა - საქართველოში რუსეთის „ხსნაც“ კარგად ახსოვთ და „ძმური კავშირიც“.
ივანიშვილმა სრულიად არაკომპეტენტური, დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასეულები შემოიკრიბა და სახელმწიფო სტრუქტურებზე მათი მიშვებით, ნიჰილიზმის და აპათიის გავრცელებამ, საწარმოო მასშტაბები შეიძინა. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ვერაფრით გამოიწვევდა რუსეთის „სიყვარულს“. საერთოდ, არ ვიცი, არსებობს კი რაიმე, რაც ჩვენში ამ გრძნობას გააღვივებს და ვინმე, ვინც ამას შეძლებს, მაგრამ საკმარისია რუსულ საინფორმაციო თუ ბლოგსივრცეში შეიხედოთ, რომ იოლად დარწმუნდებით - რუსეთში ჯერათ, მთელი გულით ჯერათ, რომ ქართველ ხალხს უნდა მათთან „საუკუნოვანი“ ძმობის გაგრძელება, მაგრამ ხელისფულებაში მოკალათებული „დასავლელი აგენტები“, საშუალებას არ აძლევენ. და აი, ასეთ ვითარებაში, ივანიშვილმა ყველაფერი დაღუპვამდე მიიყვანა: აპათია გადაიზარდა შეუპოვრობაში, ნიჰილიზმი აქტიურ ქმედებაში, ხოლო რუსეთის პოლიტიკური „მესიჯბოქსის“ ტირაჟირებამ, რისხვა დაატეხა თავს.
მთელს ამ ამბავში, კრემლში მიღებული და რუსული ტელეეთერების „ზავსეგდატაი“ ბურჯანაძე, თითქოს იყო და არც იყო. თითქოს მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, მოსკოვში ფსონი მეორეზე გაკეთდა და ბურჯანაძემაც, პაუზა აიღო. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, თუმცა ვარაუდები ბლომად შეიძლება გამოითქვას. ფაქტია, კრემლს დღევანდელ საქართველოში სხვა აღარავინ შერჩა ისეთი, ვისაც ეს ე. წ. „ბექგრაუნდი“აქვს, ცნობადია და ვერ იტანს „ნაციონალებს“. ასე რომ ბურჯანაძე ბოლო კოზირია, მაგრამ ვითარება ისეთია, თუ სვლა სწორედ არ გაითვალა, შესაძლოა, კოზირი გაცუდდეს.
ადრე ზურაბ ჯაფარიძეზე ვწერდი, რომ მას არაფრით აწყობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან ახლა, არც თუ სახარბიელო სასტარტო პოზიცია აქვს და 2020 წლამდე დრო, სწორედ რომ სამისო იყო. ბურჯანაძის შემთხვევაში კი დამოკიდებულება დიამეტრალურად სხვაა - მას სწორედ რომ რიგგარეშე არჩენები აწყობს, რადგან თუ კი ის 2020 წელს ჩატარდა, ბურჯანაძე ვერ ისარგებლებს მუხტით, რომელიც ჰგონია, რომ ახლა სამისოა. ორიოდ დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში, მან ბრძანა, რომ თავის თანამოაზრეებთან ერთად, ქმნის გაერთიანებას და აცხადებს პრეტენზიას შეასრულოს ე. წ. მესამე ძალის როლი - ძალისა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ადამიანები, ვისაც „არც მიხეილ სააკაშვილი უნდათ და არც ივანიშვილი.“ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ სურს რუსეთის გავლენის აგენტი ბურჯანაძე?ცხადია, არა, მაგრამ ახლა ის მომენტია, როდესაც ამომრჩევლის ერთგვარად გაოცებული მდგომარეობით სარგებლობა იოლად შეიძლება. ასეა - უნდა ითქვას საკუთარ ხელში ამხელა ძალას, ქართველი ხალხი მანამდე არ გრძნობდა (მან იცოდა მხოლოდ ის, რომ შეეძლო გაგდება, ან არგაგდება). ახლა მან უკვე აღმოჩნია, რომ შეუძლია მეტი - მთელი პროცესის მართვა, სადირიჟირო პულტთან დგომა და როლები შეტრიალდა - ამომრჩეველი კი არ ცდილობს მოირგოს კანდიდატი, ან მოერგის მას, არამედ ეს კანდიდატი ცდილობას რაც შეიძლება კარგად მოერგოს ამომრჩეველს, რომელიც ძალიან ემოციური და ცვალებადი ხასიათისაა, ზარმაციცაა და დაუზარელიც - თუ ყანის გასამარგლად წასვლას, დილის ძილის ხათრით, შუადღემდე გადადებს, ბუზისთვის ხელის ასაქნევად გვერდზე სოფლამდეც შეიძლება ირბინოს გარიჟრაჟიდან. და ახლა, როდესაც შეიმეცნა და გაიაზრა, ერთგვარად „შეძრულია“ და იოლად დასაყოლიებელს ჰგავს. მაგრამ დრო გაიქცევა და ბურჯანაძის შანსები, ერთი საპარლამენტო ფრაქციის გარანტიასაც არ გასცემს. თანაც, სავსებით ბუნებრივია დავუშვათ, რომ ამომრჩევლის ეს „სინდრომი“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო თარიღამდე ბევრად მალე გაივლის. ანუ, ვთქვათ გაზაფხულის მიწურულამდე, ბურჯანაძესაც ექსტრემალურ ვითარებაში მოუწევს მუშაობა, მაგრამ ეს მას შანსს არ ართმევს. 2020 წლის არჩევნები კი, მას შანსს არ უტოვებს. და საუბრები რაღაც თანამოაზრეებზე არის ანეკდოტი, რომელზეც თავიდანვე არავის ეცინებოდა. ვინ, მაინც, ვინ? - დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, კახა კუკავა და ის კიდევ, ჟირინოვსკის მეორე „კლიეტი“ - კობა დავითაშვილი? კარგი რა... ინაშვილის გვერდით დგომას ბურჯანაძე ჰორორის ჟანრშიც ვერ ხედავს ბურჯანაძის გაერთიანებაში, საკუთარ თავს ინაშვილი.. STOP! ინაშვილი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს. #ნინობურჯანაძე #საქართველორუსეთი #არჩევნები2018
Commenti