გააღე პირი და თქვი: „ა-აა!“
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 7, 2019
- 1 min read
ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ ეს ვერ იქნება სწრაფი პროცესი. ისეთი საყოველთაოდ აღირებული დამნაშავეებისთვისაც კი, როგორიც, ვთქვათ სადამ ხუსეინი იყო, საკადრისის მიგებაც არ მომხდარა ერთი ხელის დაკვრით. პუტინის შემთვევაშიც ასეა - ნელა და რუდუნებით მზადდება დღე, როდესაც მას, სტაფილოსფერ კომბინიზონში გამოწყობილსა და ფეხებდაბორკილს ვნახავთ. დღეს მეტად საინტერესო ცნობა გავრცელდა. როგორ The Guardian იტყობინება, სკოტლანდ იარდი სკრიპალების საქმეზე პუტინისთვის ბრალის წაყენების საკითხს განიხილავს.

მოგეხსენებათ, ამ საქმეზე ბრიტანელებმა რუსული სპეცსამსახურების ორი თანამშრომლის ბრალეულობა გამოკვეთეს - ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბაშიროვი, რაც, როგორც ამბობენ, მათი სამსახურეობრივი მეტსახელებია და სრულიად პირობითი გახლავთ. ვნახეთ კადრებიც, სადაც ეს ორი ელემენტია დაფიქსირებული. გამოძიების ამ ეტაპზე, იკვეთება შემდეგი ამოცანა: დადგინდეს, მისცა თუ არა ამ ქმედებას ვიზირება თავად პუტინმა. გამომძიებლები იხრებიან კიდეც ამ ვერსიისკენ, მაგრამ აცნობიერებენ იმასაც, რომ ამ ტიპის ბრალის დადასტურება, წმინდად იურიდიულად, ძალიან რთულია. ბრიტანეთის კონტრტერორისტული განყოფილების შეფი, ნილ ბასუ აცხადებს:
ჩვენ პოლიციის ოფიცრები ვართ და ამიტომ, ნივთმტკიცებები უნდა მოვიძიოთ. უამრავი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აგებს პასუხს, ვინ გასცა ბრძანება და ეს ყველაფერი, ეყრდნობოდა ექსპერტულ მოსაზრებებს იმ ადამიანებისა, ვინც ისიც რუსეთი, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება.
აქ მხოლოდ იმის აღნიშვნა დაგვრჩა, რომ, როგორც წესი, ამგვარი „გაჟონვები“ არასოდესაა შემთხვევითობა. აქ, შესაძლოა უბრალო მინიშნება ან სიგნალი იყოს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ბრიტანეთს ცნობილი ანტიპუტინისტი, ბორის ჯონსონი ხელმწღვანელობს. სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს „გაჟონვა“ მხოლოდ წინსწრებად თემის აგორებას ემსახურება და მალე მტკიცებულებებსაც ვნახავთ.
Comments