გადანერგვა თუ გამოზრდა?
- კოტე ნიშნიანიძე
- May 19, 2019
- 2 min read
Updated: Sep 4, 2019
პირველი ექსპერიმენტები 50 წლის წინ ჩატარდა - 1969 წლის მაისში, ჟურნალი ScienceNews იტყობინებოდა, რომ თვალის რქოვანას გადანერგვის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, ჰიუსტონელი მეცნიერები უფრო თამამ ექსპერიმენტზე წავიდნენ, რათა 54 წლის ჯონ მედდენისთვის მხედევლობა აღედგინათ - მათ ტვინის სიმსივნით გარდაცვლილი პიროვნების მთლიანი თვალის გადანერგვა სცადეს. მოგვიანებით, ოპერაციის ქირურგმა განაცხადა, რომ მოხდა მხოლოდ დონორის თვალის წინა ნაწილის გადანერგვა, ხოლო უკანა მხარე, მხედველობითი ნერვის ჩათვლით, მედდენს შენარჩუნებული ჰქონდა.

ამ ნაწილობრივმა გადანერგვამაც არ გაამართლა, თუმცა თვალის ზოგიერთი დაავადების მკურნალობაში მნიშვნელოვანი წინსვლაც იყო.მეცნიერები უკვე უმკლავდებიან ე. წ. ლებერის ამავროზს, რომელიც თანდაყოლილი სიბრმავის ერთ-ერთი ფორმაა.
2016 წელს, კომპანიამ JAMA Ophthalmology ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 185.000 რქოვანას გადანერგვა ხდება, თუმცა მთლიანი თვალის სრულფსოვნად გადანერგვა ჯერ ვერავინ შეძლო. მანამდე, 2015 წელს, პიცბურგელმა მეცნიერმა და ქირურგმა, კია ვაშინგტონმა და მისმა კოლეგებმა ვირთხის სახის ერთი ნაწილი და, მათ შორის მთლიანი თვალი, სხვა საექსპერიმენტო ცხოველს გადაუნერგეს.
თვალი გადარჩა.
შარშან, პროფესორმა ვაშინგტონმა, რომელიც ამჟამად კოლორადოში, დენვერის სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, დაადასტურა, რომ ოთხიდან ორ შემთხვევაში, ბადურას სისხლი შეუფერხებლად მიეწოდებოდა, თუმცა ცხოველები ვერაფერს ხედავდნენ, ვინაიდან ექსპერიმენტამდე, მათ მხედევლობითი ნერვი გადაუჭრეს - ექსპერიმენტის მიზანი არ გახლდათ მხედველობსი აღდგენა. მისი ამოცანა სხელთა ინტეგრაციის უპრობლემო მეთოდის მიგნება გახლდათ. საერთოდ, 2016 წელი ერთგვარად საეტაპო წლად მიიჩნევა, რადგან ყოველივე ზემოთქმულის პარალელურად, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში მიმდინარეობდა ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვით ღეროვან უჯრედებს, უბრალოდ, ახალი თვალი უნდა გამოეზარდათ.
ოსაკას უნივერსიტეტში, სხვა და სხვა ჭურჭელში თვალის ცალკეული ქსოვილები მოათავსეს და ასე გამოზარდეს ბროლი, ბადურა და რქოვანა, რომლებიც შემდეგ ბოცვრებს გადაუნერგეს.
ადამიანის თვალის სრულფასოვანი გამოზრდის ეს უჯრედოვანი მეთოდი, ლამის სრულად აგვარებს იმპლანტაციისას წარმოქმნილ, გადაულახავ პრობლემას - იმუნური სისტემის მხრიდან სრულ მიუღებლობას. ამ მეთოდის გამოყენებით, იმუნური სისტემა ცნობს „მშობლიურ“ უჯრედებს და არ უწევს მათ წინააღმდეგობას. მეთოდის საბოლოო დამკვიდრებამდე, კიდევ რამდენიმეწლიანი კლინიკური გამოცდების ჩატარებაა საჭირო. პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, სწორედ ამ ღეროვანი უჯრედების აქტივაციით კატარაქტით დაავადებული ბავშვებისთვის მხედველობის დაბრუნების მეთოდოლოგიას მიაკვლიეს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მეთოდოლოგია არ მოითხოვს დიდ დანახარჯს, რადგან საბოლოოდ სტანდარტული ქირურგიული ოპერაციით სრულდება. ბროლის კაფსულაში 1,5 მილიმეტრიანი ნახვრეტი კეთდება, თუმცა ნაცვლად იმპლატანციისა, მაშსი ეპითელიუმის ღეროვან უჯრედებს ათავსებე და აძლევენ საშუალებას გამოზარდოს ბროლი. საკმარისია აღინიშნოს, რომ კატარაქტის მკურნალობისას წარმოქმნილი გართულებების რიცხვი, 92%-დან 17%-მდე დაეცა. ამავე მეთოდი გამოყენება, დაზიანებული რქოვანასათან მიმართებითაც იგეგმება.
Comments