გამოცხადებული შურისძიება
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 18, 2018
- 1 min read
ცხადია, რაიმე მწყობრ და აბდაუბდაზე ოდნავ უკეთეს განცხადებებს, მისგან აღარავინ ელის, მაგრამ დრომდე, მაინც საინტერესოა და მეც, თქვენი არ იყოს, ვეცნობი.

ახლა „ტაბულას“ ფურცლებიდან გამოაპნია. ჯერ ხომ ამბობდა, ყველას პრეზიდენტი ვიქნებიო და მერე, ლამის უკვე ვარ კიდეცო, ჯიუტად იძახდა. ახლა კი, იცით რას გეტყვითო, ამდენ შურსა და ტალახს, რაც წილად მხვდა, ამ მუქარებს და დაზაფრულობაში ყოფნას ვერასგზით დავივიწყებ და რაღა თქმა უნდა, ყველას პრეზიდენტი არ და ვერ ვიქნებიო. შემდეგ, იქ კიდევ ტოლერანტობის გატანა-შემოტანაზე თქვა რაღაც, მაგრამ საინტერესო, სწორედ ეს ხაზგასმული მომენტია და არა ის მესამე აბზაცი, რომელიც პირველს ეწინააღმდეგება. კაი ბატონო. არასგზით დაავიწყდა და ნაკბენივით ახსოვს. გავიხედეთ და გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მერე რა ხდება, მერე? კანონიერი გზები, რომ ეგ ნაგროვი ბოღმა დაცალოს, არ გააჩნია და კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ხომ არ გეგმავს?
ან რა ბერკეტები აქვს ამგვარი, რომ გაგულისებულა?
ასე რომ, მაქსიმუმ „კოფეპიწიეზე“ არ დაპატიჟოს - ეგაა და ეგ. #სალომეზურაბიშვილი #არჩევნები2018
Comments