top of page

განიავება (+video)

„გამოდი“ - სკანდირებდა ადამიანთა მოზრდილი ჯგუფი, თუმცა, ცხადია, არავინ ელოდა, რომ მათთან თბილისის მერი გავიდოდა.

ნუ, კარგი - წარმოვიდგინოთ და რომ გასულიყო, რა იქნებოდა შემდეგ? სასარგებლო არაფერი, გარდა დაცლილი ემოციებისა - საკითხი იქ და იმ რეჟიმში არ გადაწყდებოდა, თუმცა „ცხელი თავები“ დამსახურებულსა და დაუმსახურებელსაც უხვად ჩამოურიგებდნენ მერს და.. შემდეგ კახა კალაძე 1-2 ინტერვიუში იტყოდა, რომ „ბლა-ბლა-ბლა“.. კალაძე არ გავიდა.

კომენტარი, რომელშიც მან მისი ეს გადაწყვეტილება განმარტა, იყო უბრალოდ უსუსური, თუ სამარხვინო არა. კალაძე იცის, რომ პლიტიკური თანამდებბა უკავა? ხომ არ მეშლება.. ის ყველა თბილისელის მერია, მგონი, არა?

თუ ზოგის ბრძანდება და ზოგისაც, არა? ახლახანს, ანონსი გავრცელდა - უიმედოდ სავალალო მდგომარეობაში მყოფი „იმედი“, კალაძეს მისცემს შანს გააუთოვოს ის, რაც სინამდვილეში დაჭეჭყილია, და არა დაჭმუჭნული. არადა, შეიძლება ითქვას, რომ კალაძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირვნებაა - მაშინ, როდესაც პარლამენტი არამც თუ ხალხის განწყობას, არამედ საერთოდ, საკანონმდებლო ორგანს არ შეესაბამება და როდესაც პრეზიდენტი ძალიან სათუო გამარჯვების ხარჯზეა იქ, სადაც არის, სწორედ კალაძეა საქართველოს ყველაზე დიდი საარჩევნო „გეოგრაფიის“ ჯილა. მაგრამ მთელი ეს წლები, რაც ის ამ თანამდებობაზეა, ის დიდის რუდუნებითა და თავდავიწყებით ანიავებს მოსახლეობის ნდობას, გაცემულ ავანსებს.. ამასწინად ერთმა ამსტერდამულმა გამოცემამ გაავრცელა კადრები, სადაც მერის სახლთა მისული ათასები...



ასტერდამის მერი სასიკვიდლო დაავადებას ებრძვის. მას მადლობა გადაუხადეს. ვფიქრობ, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page