top of page

გარღვევა გენეტიკაში

როგორც ჩანს, ე. წ. გენდერული სტერეოტიპები საბოლოო მარცხისთვისაა განწირული. გენეტიკოსთა უკანასკნელი კვლევების თანახმად, ინტელექტი ადამიანს დედის ხაზით გადაეცემა, რადგან ტვინის ქერქის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სწორედ დედის გენია. მამის გენი კი ლიმბური სისტემის განვითარებას უზრუნველჰყოფს.

არადა, ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ბავშვის ინტელეტუალური შესაძლებლობები მამის გენეტიკაზე გახლდათ დამოკიდებული, ხოლო დედის მხრიდან, ნაყოფს ჯანმრთელობა უყალიბდებოდა. ყველაფრის საფუძვლიან კვლევას ბიძგი სტატისტიკურმა მონაცემებმა მისცა. მათ მიხედვით, ქალებში ინტელექტის საშუალო დონე ჭარბობს, ხოლო მამაკაცებში გადახრები ორივე მიმართულებით შეინიშნება.

რატომ ხდება ასე?

ree

სხვა და სხვა სფეროს მეცნიერთა მიერ დასმულ შეკითხვებს, ცალსახა პასუხი კვლევის გენეტიკურმა ნაწილმა გასცა - ინტელექტის ძალა დედის გენეტიკური ხაზით გადადის და არა მამისა, როგორც ადრე ითვლებოდა.

ეს ასე იმ მიზეზით ხდება, რომ ინტელექტზე პასუხისმგებელი გენები X ქრომოსომაზე თავსდებიან. მოგეხსენებათ, ქალს ასეთი ქრომოსომა ორი აქვს (XX), მამაკაცს კი, ერთი (XY). ამიტომ ინტელექტზე პასუხისმგებელი გენები ქალში უფრო აქტიურები გახლავან, ხოლო „გენიოსი“ მამა, თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ქალიშვილს თუ „გადაუნერგავს“ და ვერაფრით - ვაჟს.

აქვე, უნდა აღინიშნოს - გერმანიაში, ულმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გენეტიკა ერთადერთი არაა, რაც ინტელექტის დონეს განსაზღვრავს. მოქმედებს კიდევ რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ამგვარი, ცხოვრების პირველ წლებში დედასთან ინტენსიური კონტაქტია. თუ კი ბავშვი მინიმუმ ორ წლამდე დედასთან ერთად ხშირად თამაშობს, ეცნობა სამყაროს, იმახსოვრებს და შემდგომში იოლად არჩევს რთულ ფიგურებს, ფერებს, განლაგებებს, ზრდასრულ ცხოვრებაში ის ბევრად უფრო ჭკვიანი გამოდის, ვიდრე მისი სხვა თანატოლები

P. S. სხვათა შორის, ადრეც ვწერდი, რომ გენდერული საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ 1600 წლის წინ შემუშავებული ფორმულით გადაწყდა. სხვა საქმეა თუ როგორ ხდებოდა და ხდება ამ ფორმულის რეალიზება, მაგრამ ის კი ვიცით, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველ ერთ ძეგლში, რომელიც ლეონტი მროველს ეკუთვნის, ამგვარი ვითარებაა აღწერილი: სრულიად ახალგაზრდა ქალი, ნინო მოდის პატრიარქალურ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის თავი და თავი კაცია, ხოლო ქალი ძალიან შეზღუდული უფლებებით სარგებლობს.

მოდის, რათა ამ კაცებს თავიანთი უსქესო კერპი - არმაზი დაულეწოს და დაარწმუნოს მის სიყალბესა და ჭეშმარიტი ღმერთის ძლიერებაში.

ცხადია, ნინო წუხს ამ ვითარების გამო.

ერთხელაც, მგზავრობით დაქანცულს, ჩაეძინება. ხილვაში მოხუცი ანგელოზი გამოეცხადება და წიგნს გადასცემს. იქ, მსგავსად ათი მცნებისა, ათი საკითხია და ერთ-ერთი, სწორედ ნინოს იმჟამინდელი დარდისა და საფიქრალის პასუხად იყო განკუთვნილი. ის ადგენდა, რომ არ არის არავითარი სხვაობა მამაკაცს და დედაკაც შორის. რომ ორივე ერთნი არიან არსით.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page