top of page

გაღვიძება არ გამიბედოთ!

Updated: Mar 21, 2019

პირველ ყოვლისა, საქართველოს ყველა მუსლიმს ვულოცავ - ბაირამობაა, მაშ! მოლოცვებს, საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა.

ყოველგვარი ზედმეტი ლექსიკის გარეშე - მისმა გამოსვლამ სახტად დამტოვა, რადგან იმ განცხადებათა ფონზე, რომელიც მან 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, და რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატს წარმოდგენს, ეს ყოველივე საოცრად მაღალსახელმწიფოებრივად ჟღერს.

აი, რამდენიმე საკვანძო მომენტი:

მე აქ სტუმარი არ ვარ, აქ მე ვარ მასპინძელი, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჩემს სახლში თქვენთან ერთად და შემიძლია თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული
მინდა მოგილოცოთ ის, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი.
მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, – ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს. მე შემიძლია, აზერბაიჯანულად რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ამავე დროს, თქვენ აგრძელდებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, – ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი გააჩნიათ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ.

მე საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ზურაბიშვილი არა თუ არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, საშიშიც გახლავთ ამ თანამდებობაზე. ამდენად, ამ გამოსვლამ, მეტადრე კი ამ ამონარიდებმა, ჩემში სრულიად ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია - ეს ყოველივე იმდენად გასაოცრად ჟღერს, რომ ვფიქრობ, მძინავს და საამო სიზმარს ვუცქერ. სადაც ზურაბიშვილმა უკვე ქართული ისწავლა და აი, აზებაიჯანულსაც გასხლავს მალე, სადაც რუსული მართლაც გაყოფის ენაა და არა გაერთიანების, და სწორედ ეს აღინიშნა - რა შუაშია აქ, რომ ზურაბიშვილმა არ იცის რუსული? ხომ გამოადგა ეს არცოდნა?..

საერთოდ, თქვენი არ ვიცი და მე, პირველად ვხედავ ადამიანს, რომელსაც ასე გამოდგომოდეს უცოდინრობა. ერთი სიტყვით, აქ, ამ სიმზარში მაინც, ყველაფერი კარგადაა და გაღვიძება, არ გამიბედოთ!


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page