გახლართული საქართველო (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 7, 2018
- 1 min read
Updated: Jun 18, 2019
ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ გამთენიას გამოჩნდა. რუსებმა სამუშაოები მაღალ ტემპში დაიწყეს და შედეგად, ატოცის მონაკვეთზე გავლებული მავრთულხლართი ჰყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და მოსახლეობის ნახევარზე მეტს, მოსავლის გარეშე ტოვებს.
ამასობაში, დედაქალაქში, რუსთაველის თეატრთან მიმდინარეობს მოქალაქეთა თავყრილობა, სადაც სულ სხვა ფაქტს გმობენ.
ცხადია, მათ აქვთ ამგვარი შეფასებების გაკეთებისა და საჯაროდ გამოთქმის უფლება. მაგრამ უფლების გარდა, ხომ არსებობს კიდევ რაღაც, რაც ადამიანთა გადაწყვეტილებებს, ქცევასა და პოზიციას განსაზღვრავს?
ამ ადამიანებს ერთდერთი მისწრაფება აქვთ - კომფორტი და კეთილდღეობა და ის საქართველო, ოკუპირებული თუ დაქუცმაცებული, მხოლოდ საკუთარი მისწრაფების არეალად აქვთ მოაზრებული. კონფორმისტები არასოდეს განიცდიან ხალთან და სამშობლოსთან ბმას.
Comments