ჰეტერედოქსული გზა
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 23, 2019
- 1 min read
სალომე ზურაბიშვილის ბალტიური ვოიაჟი, ამ პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ, ერთგვარად ჩვეულ სტილიში წარიმართა - არაფრით გამოირჩეოდა. მაგალითისთვის, ისიც კმარა, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღირებული საზღვრების უკანონო მიხაზ-მოხაზვები, მასპინძელი პრეზიდენტის გამოსვლაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, ხოლო ზურაბიშვილს, საერთოდ არ უხსენებია.

ახლახანს მისი განცხადება გავრცელდა, სადაც, მან ბრძანა:
..მჯერა, რომ ევროპის მომავალი იქნება უფრო მეტად პლურალისტური, ვიდრე ეს ვიხილეთ ევროპის განვითარების საწყის ეტაპზე: გაფართოებისკენ მიმავალი პირდაპირი გზა დროებით დაბლოკილი ჩანს, რადგან ევროპა უფრო მეტად მის შიდა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა სხვაგვარად ფიქრია საჭირო — ჩარჩოებს მიღმა. ამდენად, საქართველოს გზა უფრო ჰეტერედოქსულია; ჩვენ ყველა კარში უნდა შევაბიჯოთ, ყველაფერი გამოვცადოთ, მათ შორის სვლები, რომლებიც წიგნში არ წერია, როგორიცაა ფორმალური სტატუსის მინიჭების გარეშე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
რა გითხრათ? ყოველგვარი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ გაგებაში არაა, რეებს მიედ-მოედება. გაიგეთ ხალნო? - საქართველოს გზა, ჰეტეროდექსული უფროაო...
გზის რა მოგახსენოთ და ჰეტერედოქსული შეიძლება ეკონომიკა იყოს. ეს ნეოკლასიკურის საპირისპირო, არამეინსტრიმული მიმდინარეობებაა.
კეინზიანიზმი, მარქსიზმი, ნეო-რიკარდიანიზმი.. ისინი, როგორც რაღაც ერთიანი სკოლა, არ შეგვიძლია განვიხილოთ - მეინსტრიმისადმი ანტაგონიზმია ერთდერთი, რაც მათში საერთოა.
როგორც წესი, ამ მიმდინარეობის წარმომადგნელები უმაღლეს სასწავლებებში იზღუდებიან.
სოციალისტური ხაზის ეკონომიკა - ესაა მათი შიგთავსი. ახლა, უკვე ერთხელაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რას წარმოადგენს შიგთავსი სალომე ზურაბიშვილისა. მსგავსი, მოძებნეთ თეგით:
Comments