top of page

გიგანტი ევროპულ წყლებშია (+video)

პირველი ცნობა, რომ ამერიკული ავიამზიდი „Abraham Lincoln“, თანმხლები გემებით, ხმელთაშუა ზვღაში შემოდიოდა, წინა კვირის მიწურულს გავრცელდა. ეს ინფორმაცია ItaMilRadar-მა გაავრცელა - რესურსმა, რომელიც გემების გადაადგილების მონიტორს აწარმოებს და, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, ეჭვი არავის შეუტანია. საკითხავი მხოლოდ ის გახლდათ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს მანევრი, რომელიც, გამომდინარე წარმოდგენილი სიმძლავრებიდან, ვერასგზით ჩაითვლებოდა ჩვეულებრივ ამბად. თავიდანვე, ეს „ვიზიტი“ ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებას და მოსკოვთან დაახლოებული გენერლის, ხალიფ ხაფტარის ტრიპოლიზე შეტევას დაუკავშირდა - სწორედ იქ იმყოფება ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი და თვით გაერო უჭერს მხარს.



მალევე გავრცელდა „პენტაგონის“ ოფიციალური შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ამ ლაშქრობის ერთ-ერთი მიზანია, „მოახდინოს ძალის დემონსტრაცია რეგიონში, სადაც მაღალია რუსული ფლოტის აქტიურობა.“ დემოსნტარცია კი, მართლაც შთამბეჭდავია. გარდა ატომური ავიამზიდისა, რომელიც მეხუთეა Nimitz-Class-ის ტიპის ხომალდებს შორის, დაჯგუფებაში შედის სარაკეტო ესმინელები USS Bainbridge (DDG-96), USS Mason (DDG-87) и USS Nitze (DDG-94); აგრეთვე, სარაკეტო კრეისერი USS Leyte Gulf (CG-55).

ატლანტიკის ოკეანიდან ზღვაში შემოცურვისას, მას შეურთდა ესპანური ESPS Méndez Núñez (F 104). ხოლო უშუალოდ ზღვაში, ამერიკული სარაკეტო ფრეგატი USS Gonzalez (DDG-66).

დავამატებ, რომ უშუალოდ ავიამზიდის ბორტზე განლაგებულია ავიაფრთა Carrier Air Wing 7, რომელიც, ყველაფერთნ ერთად, მოიცავს F-18 ტიპის სხვა და სხვა მოდიფიკაციის საგემბანე გამანადგურებლებს. თუმცა, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ხომალდი, რომელიც შეიარაღებაში 1989 წლიდანაა, პირველია, რომელიც უკვე დადასტურებულად შეძლებს საგემბანე გამანადგურებლკების მეხუთე თაობის F-35C Lightning II ტიპის თვითმფრინავების მიღებას - შარშან, პრაქტიკულად დასრულდა საკცვალიფიკაციო დაჯდომათა სერია, რომელიც, საერთო ჯამში 140-ზე მეტ ცდაისგან შედგა. მოგვიანებით, გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავიამზიდის ატლანტიკურ მანევრებს ასახავს.


თუ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის თარიღით ვიმსჯელებთ, კადრები გიბრალტარის სრუტეში შემოსვლამდეა გადაღებული


留言


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page