top of page

განცხადება უფიცოდ!

Updated: Feb 18, 2019

სანახაობის თავლსაზრისით, თითქმის ყველაფერი კარგად იყო მომზადებული.. თუმცა, მხოლოდ თითქმის.

ეს მარშრუტები, რომელიც დროშას და, მერე ზურაბიშვილს გამოატარეს, გრძელი და უსაშველოდ დოლებიანი გახლდათ - ეტყობოდა, რომ ეროვნულისა არაფერი ეცხო და იმიტაციადაც, არ ვარგოდა. ისე კი, ეს უმცირესი დეტალებია და სათვალავში ჩასაგდებიც არაა იმ პირობებში, როდესაც ყოველივეს აკლდა მთავარი - არ იყო ზეიმი!

ree

და აქ არ მაქვს საუბარი, რომ რომელიღაც „ზეპური დედა“, საღამოს ჩაცმულობითა და სალაშქრო ფეხსაცმლით, არ იყო საზეიმოდ განწყობილი. არა, ეგ სწორედაც რომ იყო და ის თავისი თავის მნიშვნელობას ზეიმობდა, მაგრამ არ ზეიმობდა ზურაბიშვილი და ყველა, ვისაც კი გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეს სპექტაკლი გახლდათ, თავად კი - დეკორაცია.

ასეა თუ ისე ფაქტია - სალომემ განაცხადა („ღვითისა და ერის წინაშე, ვაცხადებ!“) და არ დაიფიცა („ღვითისა და ერის წინაშე, ვფიცავ!“)... ესეც დეტალია. ცხადია, მაგრამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. წარმოდგენა არ მაქვს რა ტექსტი იყო ეს - ოფიციალურად დადგენილ-მიღებული, ყოველ ჯერზე ერთი რომ არის, ის.. თუ სახელდახელოდ შექმნილი? ცხადია, ზურაბიშვილს ფიციც რომ ეთქვა, ჩემს მისადმი დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ის კადრებიც ყველამ ვნახეთ, რომელიც ერეკლეს სასახლის ტერიტორიას, ცერომონიის შემდეგ ასახავდა. ცხადია აქ ორგანიზატორის გარდა, უშუალოდ ქალაქისა და ობიექტის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაც დგას.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page