top of page

„..და საერთოდ, ახლა ალყაში ვართ..“

რა გასაკვირია და, მთელს ამ დღეებს, ნიშანსვეტად, საუკუნისწინანდელი ამბები გასდევს. პირად საუბრებში, საღამოს შეხვედრებზე, სოციალურ ქსელებში გავიხსენეთ კარგად ნაცნობი ეპიზოდები, აღმოვაჩინეთ წარმოუდგენელი სიახლეები.. და დავსვით იგივე შეკითხვები. საბოლოოდ, ისინი ერთ შეკითხვა-ფორმულაში თავსდება: რა იყო მარცხის მიზეზი? „ნეტგაზეთმა“, ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის შრომის („1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან!) მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან თბილისის ევაკუაციამდე?


ree

მხოლოდ ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტები (ალბათ, მაინც არასრულად, პერიოდი ჯერ კიდევ შესასწავლია). ახლა საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ სულ ახლახანსაც დადასტურდა და, მაშინაც, არა ერთი დამადასტურებელი იყო იმისა, რომ მხოლოდ ტოტალურ თავდაცვაზე ორიენტირებული და მუდმივად მზადმყოფი საქართველო შეძლებს საქართველოობას.

Si vis pacem, Para bellum!

ველოსიპედი გამოვიგონე, ხედავთ?! ახლა, ცხადია, აქ პროექტს ვერ შემოგთავაზებთ და ზოგადად, ხელი უნდა შეეწყოს ყოველმხრივ, რომ ჯერ კიდევ გოგო-ბიჭობიდან იწყებოდეს წრთვნა - ფიზიკური (ბანაკები), თეორიული (საბაზისო კურსი). ხოლო ვინ რა პროფესის აირჩევს, მისი საქმეა. მზად მაინც უნდა იყოს - და პერიოდულობით ინარჩუნებდეს ფორმას. პროფესიული ჯარი + პროფესიონალი მოქალაქენი (თუნდაც ზურგის დარგში) - ეს საშვილიშვილო ამოცანაა.

შეიძლება ითქვას, კერძო ინიციატივები და ფრაგმენტული გამოვლინებები რომ არა, ჩვენთან პატრიოტული სულის გაღვივებას, სახელმწიფო ხელს არაფრით უწყობს და მოზარდებიც, სახლში დასწავლილის, გაგონილის, ნანახის, შემჩნეულის ამარაღა რჩებიან.

ცხადია, ოჯახი პირველი, თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, უკვე ერთადერთი „უწყებაა“, რომელიც მამულიშვილს აწრთობს, მაგრამ შემდეგ, ლესვაზე აღარავინაა მიმდგარი!

მთელი ეს პერიოდი, (ისევე, როგორც სრულად ამბავი ჩვენი) სავსეა ამის მსგავსი ეპიზოდებით.

ეს გასაკეთებელია, ხოლო თუ კი არ გაკეთდება, მაშინ ნუ გვიკვირს რიგები „სადახლოსა“ თუ ე. წ. „წითელ ხიდზე“.. და ფრაზები: ცოლ-შვილს გავხიზნავთ და ეგრევე, სანგარში ჩავდგებითო.

მამულიშვილობა ხმალია და სულ ხალიჩაზეც რომ ეკიდოს, ბასრი უნდა გახლდეთ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამჟამად არსებული ვითარება, რომელზეც მხოლოდ გარედან ცქერით ვიქმნით შთაბეჭდილებას, სახარბიელო ნამდვილად არაა. ასე რომ აქაც, ისევე როგორც ლამის ყველა სფეროში, რესტარტი გვჭირდება.




 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page