დაკომპლექსება
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 16, 2018
- 1 min read
თბილისის „ლოკომოტივმა“ იტალიური ტურნე, რომელი კონტინენტის თასის ფარგლებში საკლუბო შეხვედრებს დაეთმო, წარმატებით გაიარა - ორი მატჩიდან, ორივე მოიგო: თუ ჯერ „ფიამე ორო“ გადაჯეგა, მერე უკვე „კალვიზანო“-ს სძლია - 13:20.

ეს რევანში იყო, რადგან რამდენიმე ხნით ადრე, კერძოდ კი 13 ოქტომბერს, უკვე შინ, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, იტალიელებთან არა მხოლოდ დავმარცხდით, არამედ მეტოქეს ე. წ. ბონუს-ქულის აღების შესაძლებლობა მივეცით და ამან, საქმე გაგვირთულა - ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა, მხოლოდ ჩვენს თამაშზე და შედეგებზე აღარაა დამოკიდებული. ასეა თუ ისე, გარდა კონკრეტულად ამ გამარჯვებებისა, ამ კარგ ამბავში სასიამოვნოა ისიც, რომ, როგორც ჩანს, გადავრჩით და ქართულ რაგბის, იტალიურისადმი კომპლექსი არ უყალიბდება. ხვდებით, ალბათ, რაც მაქვს მხედველობაში - აი, რუსებს რომ ჭირთ ჩვენთან, იმგვარად.
და, შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ხდება პირიქით - ქართული რაგბისადმი კომპლექსი იტალიას უყალიბდება და ეს ამასწინანდელ ტესტმატჩზეც, მეტადრე კი მატჩამდე, კარგად ჩანდა. „ფიამე ორო“ საპასუხო მატჩისთვის 12 იანვარს ჩამოვა. შეხვედრა ავჭალაზე გაიმართება და თუ კი ჩვენებმა იმარჯვეს, დიდია შანსი, რომ ჯგუფში პირველი ადგილით, ფლეი ოფში გავიდეთ. თუმცა 19-ში რომაელთა კლუბი „კალვიზანოს“ მასპინძლობს და თუ სტუმრებმა ივარგეს, ფლეი ოფის მიღმა ვრჩებით. P. S. ისე, რა ამის პასუხია და, რუსების ნაკრებზე ბევრს ამბობენ, ფრიად მოძლიერდნენო. იაპონიასთან მოგებული ტაიმი (თუ რაღაც მსგავსი), ერთგვარი მაჩვენებელია, ცხადია. აი, ნაღდ სურათს კი, მალე ვნახავთ - სადაცაა ტურნირი დაგვეწება.
Comments