top of page

დარტყმააა.. - არის!

წინასწარ საიდან იცი? მოწინააღმდეგის დაუფასებლობა ძვირი არ დაგვიჯდეს... აქ, ეგეთები არ იყოს - ბელორუსია ძალიან კარგი ვარიანტია (შესაძლოა, საუკეთესოც) და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ფინალში ვართ!

ree

დიახ, ბელორუსია, რომელიც, ბოლოს, სწორედ „ეროვნულზე“ ვათრიეთ, ნახევარფინალში ჩვენი მეტოქეა და ეს ასე იმიტომაც მოხდა, რომ მთელს D დივიზიონში, ბელორუსიამ უარესი შედეგი აჩვენა, ხოლო საქართველომ - საუკეთესო. ტურნირის დებულებით კი, ფინალში გამსვლელის ვინაობას, სწორედ ასეთი გუნდები არკვევენ. ვინ შეგხვდება იმ ერთადერთ „ოქროს მატჩში“ დღეს არ ვიცით, თუმცა შედეგები უკვე გვაქვს და გადაუჭარბებლად, უპრეცედენტო. აი, დააკვრიდით: საქართველომ ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა და საბოლოოდ, 16 ქულას მოუყარა თავი, გოლების შეფარდება +10 გახლავთ და მომდევნო წილისყრაშიც, რომელიც გაზაფხულზე უნდა შედგეს, მეოთხე კალათაში ავღმოჩნდებით, რაც ასევე დადებითი მაჩვენებელია, ვინაიდან მინიმუმ ერთი და, ეგებ, ორი სუსტი მეტოქე და სავარაუდო 12 ქულა, სავსებით რეალისტური პროგნოზია. ვიდრე პოტენციურ მეტოქეებზე მოგახსენებდეთ, მიმდინარე ტურნირს მივუბრუნდეთ. საერთოდ, სხვისი არ ვიცი და მე კარგა ხანი დამჭირდა, რომ საბოლოოდ გავრკვეულიყავი ამ ტურნირის რაობაში და, სიმართლე რომ გითრათ, არც ახლა ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ მესმის, მაგრამ მაინც.. მას მერე, და თუ კი, საქართველომ ეს ტურნირი გამარჯვებით დაასრულა, ის ავტომატურად ხვდება ევროპის ჩემპიონატზე. შესაბამისად, საქართველოს მომდევნო კენჭისყრაში ან არ მიიღებს მონაწილეობას, ან მხოლოდ ფორმალურად, რაც ძალიან კარგი იქნება, თუნდაც მომზადების თვალსაზრისით - ჩემპიონატის დაწყებმადე 10-12 მატჩის ჩატარება, ყოველმხრივ სასარგებლო იქნება. ხოლო თუ კი ისე მოხდა, რომ საქართველომ ფინალი დათმო და ტურნირის გამარჯვებული ვერ გახდა, ის ჩაერთვება შესარჩევ ციკლში, თუმცა, როგორც აღინიშნა, კენჭისყრისას, ის მოთავსდება მეოთე კალათაში. ამავე კალათში გახლავან და ჩვენ ვერაფრით შეგვხდებიან: რუმინეთი, ალბანეთი, საბერძნეთი, ჩერნოგორია, სლოვენია, ლიეტუვა, კვიპროსი, ესტონეთი და უნგრეთი. მეხუთე კალათიდან, საუკეთესო ვარიანტად ისევ ის ფარერები მიმაჩნია, თუმცა, მის გარდა, ამავე კალათში გახლავან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია და მოლდოვა. თუ კი საბოლოოდ საქართველო ექვსგუნდიან ჯგუფში აღმოჩნდება, მეექვსე კალათიდან გველიან: ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან-მარინო და მალტა. ცხადია, გაცილებით საინტერესოა, თუ ვინ შეიძლება გვარგუნოს ბედმა წინა ჯგუფებიდან, რომლებიც ჩვენზე ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული. დავიწყოთ პირველით: ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პოლონეთი. რომ იტყვიან, ვერავის ინატრებ, მაგრამ ცხადია, იმავე ინგლისსაა და ესპანეთს, ხორვატებსა და იტალიელებზე რომ არაფერი ვთქვა, ისევ პოლონელები მირჩევნია - მოგვიგია მაინც. მეორე ჯგუფიდან, სადაც ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანი და რუსეთი დაჯგუფდნენ, ალბათ უელსია ის ვარიანტი, რომელიც პერპექტიულად გამოიყურება, თუმცა ვფიქრობ არავინ დარჩება უკმაყოფლო, თუ კი კენჭისყრის შედეგად, ჩრდილოელი მეზობელი შეგხვდება.

და აი, მესამე, ჩვენსწინა კალათა: ფინეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, შოტლანდია, ბულგარეთი, ისრაელი. რას იტყვით, ჩრდილოეთ ირლანდია გადაულახავი წინააღმდეგობაა? ასეა თუ ისე, ჯერ აქამდე თვეებია. მანამდე კი, ნახევარფინალი საქართველოს დედაქალაქში, სადაც ბელორუსები შეგვხდნენ. უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა და დიდი ამბად უნდა ვაქციოთ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page