top of page

დიდოსტატი

დღეს 68 წლის გახდებოდა. მოზარდი ვიყავი, როდესაც ფეხბურთიდან წავიდა. და მახსოვს, როგორც ჩუმად წასვლა. და მაშინ, პრინციპში, პომპეზური გაცილებები დიდად არც არსად ხდებოდა და, მით უფრო, რკინის ფარდის სამყაროში. ჰოდა, ცხოვრებიდანაც ასე ჩუმად წავიდა, მაგრამ დიდ სახელად დარჩა და ეს მუდამ ასე იქნება. დღეს „ლელო“ წერს, დაფასება და სიყვარული არ აკლდაო. მისი სახელობის თასიც სწორედ ამის გამოხატულებაა, მაგრამ მაინც მგონია, მეტი ეკუთვნოდა.

ახლა, ცხადია არ ვაპირებ მისი თამაშის შესახებ წერას - ტექსტს, ვიდეო ჯობს - სულ რომ მილიონჯერ გქონდეს ნანახი, კიდევ სიამოვნებით იცქირება. თანაც, აბა რას დავწერ მე ახლა ყოფიანის თამაშზე ისეთს, რომ არ იცით?

აქვე, რამდენიმე საინტერესო მონაცემი: „დინამოში“ 12 წელი (1969, 1971-82) ითამაშა. 1977 წელს, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იყოს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა.

2001 წელს, ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page