დირიჟორი ყრუ არაა!
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 27, 2019
- 1 min read
გულგასიებული ვარ, მაგრამ დაბალ ღობეს არ ვეძებ - არც ფეხბურთელთა შორის და ცხადია, არც ვაისის „შტაბში“ - ვთვლი, რომ ამ კაცს მადლობა ეკუთვნის. ეს მაქსიმუმია, რისი მიღწევაც მას შეეძლო? მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯგუფის „ბინადართა“ ვინაობა გაირკვა, ჩაითვალა, რომ ცდა ცდად, მაგრამ ეს ვლადიმერ ვაისისთვის კარგი შესაძლებლობა გახდებოდა, რომ გუნდის ფორმირების საქმე, საბოლოოდ დასრულებულიყო და, იმ ევრო-2020-ზეც (რომელზეც, რატომღაც, უკვე გავედით), კარგად წავრმოჩენილიყავით. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მგონი თავისთავადაც აქეთ მიდის, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს აზრი, მხოლოდ გლშემატკივარს გასჩენოდა - ვაისი არც ყრუა და არც ბრმა - მას ესმის, რომ ამ ვითარებაში, და ამ ჯგუფში, მეტოქთა მილეწვ-მოლეწვის შანსები ცოტაა. მაგრამ საქართველო ახმაურდა - ესეც ფაქტია. არ ვიცი, დგას თუ არა მისი პოსტიდან გაშვების საკითხი სფფ-ში, მაგრამ ბოლო მატჩების შემდეგ, ეს აზრი გაისმა - განსაკუთრებით გუშინდელი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრის ერთი ნაწილი, სწორედ ასე თვლის. მცდარი პოზიციაა - შანსი, რომელიც მან იშოვნა, ახლაც მისია და საბოლოო, შემოდგომით სათქმელ „კი-არამდე“, უნდა ვენდოთ. მეტიც, თუ „ევრო-2020“-ზე გავედით, წითელ-თეთრი ლეგიონიც მისი სარდლობის ქვეშ უნდა დარჩეს - წესიერება მოითხოვს ასე - ჯერ წესია წესი და მერე... ფეხბურთი, თავისი წესებით.

აქვე, ორიოდ სიტყვით იმ კომენტართან დკავირებით, რომელიც მატჩის შემდგომ საართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა. კერძოდ, მან ბრძანა
პირველ ტაიმში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. რთული იყო იმ შოკიდან გამოსვლა, რაც შვეიცარიასთან მატჩში მივიღეთ. მეორე ტაიმში, უკან დასახევი გზა არ იყო. დასანანი გოლი გავუშვით და ამ გოლის შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სიტუაცია გამოგვესწორებინა. იყო რამდენიმე მომენტი, ბურთი ძელსაც გავარტყით, მაგრამ როგორც ყოველთვის, არ გაგვიმართლა
ძალიან არასასიამოვნოდ ისმის. მიმაჩნი, რომ ეს არაა მისი ბრალი და, შესაძლოა, ვერც განვსაზღვროთ, კონკრეტული ვინმე ან რამე, რამაც ეს გამოიწვია, მაგრამ აქ, კონკრეტულ მატჩში დამარცხებული კი არა, იმთავითვე მარცხთან შეგუებული კაცი საუბრობს.
და ეს არ ეტევა უკვე ერთი სფეროს, ფეხბურთის ზომაში. #ვლადიმერვაისი
Comments