„..დონალდი მართალია.“
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 21, 2018
- 1 min read
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ამერიკული შეიარაღებული ძალების სირიიდან სწრაფ და ერთობლივ გასვლას ითვალისწინებს, ბევრი ჩააგდო საგონებელში და მათ შორის, მის უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წარმომადგენელი. ტრამპის განმარტებამ, რომ აშშ-მა ამოცანას მიაღწიეს და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დაამარცხეს, კრიტიკა თვით რესპუბლიკელთა შორისაც გამოიწვია - ისინი აღშფოთდნენ ქურთი მოკავშირეების მიტოვებითა და რუსეთისა და ირანის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის ხელშეწყობის გამო.

გაოცება არ გამოუხატავს ვლადიმერ პუტინს, თუმცა გარკვეული სკეპტიციზმმა მის სიტყვებში გაიჟღერა. ამ საკითხთან დაკავშირებულ წერილში, The New-York Times აღნიშნავს, რომ თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის მმართველი ატარებს, მან განაცხადა, რომ ის სრულად ეთანხმება შეფასებას, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა. „დონალდი მართალია და მე მას ვეთანხმები“ - განაცხადა პუტინმა და იქვე, დასძინა: „თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სირიიდან ჯარების გაყვანას.
ასე, 2014 წელსაც განაცხადა აშშ-მა, რომ ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს, მაგრამ, როგორც ვიცით, ისინი კვლავაც იქ გახლავან.
Comments