top of page

დორბლიანი აფთარი

ამაზრზენი ტიპია - ამაზე ყველა თანხმდება. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ის კადრები, რომელიც მაშინ გავრცელდა, როდესაც შტატებმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ის ვაშინგტონს მოუწოდებდა ხელი აეღო ბაღდადის დაბომბვაზე და ერთად დაებომბათ თბილისი.


ree

ცხადია, ეს ჩვენი მის მიმართ დამოკიდებულების ერთადერთი მიზეზი არ გხლავთ. დღეს აღარვინ სვავს კითხვას, თუ რატომ ინარჩუნებს კრემლი ამ საფრთხობელას - ყველა ხვდება, რომ ესაა მესიჯი - მე არ ვარ ყველაზე ცუდი ვარიანტი. მაგრამ როდემდე შეიძლება გაგრელდეს ეს? ალბათ შორს არ არის ეს დრო. გამოცემა „პროექტი“ ჟირინოვსკის და მისი ოჯახის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების რეზულტატებს აქვეყნებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი კრემლიდან იმართება, მაგრამ ფაქტია: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჟირინოვსკიმ სადეპუტატო მანდატების გაყიდვითა და უძრავი ქონების ბაზარზე მანიპულაციებით, მილიარდები იშოვნა. როგორც „პროექტის“ მესვეურები აცხადებენ, როგორც წესი, სახელმწიფო დუმის ჟირინოვსკისეულ სიაში, მესამედი ე. წ. „კომერციულ“ მანდატებს უკავიათ. ამგვარი დეპუტატობის ღირებულება, თუ კი მსურველს მოქმედი მანდატის გახანგრძლივება სურს, 200 მილიონამდეა. ხოლო „ახალი კანონმდებლისთვის“ ნახევარ მილიარდს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გადახდა ხდება ქეშით და უშუალოდ სახელმწიფო დუმის შენობაში, ანდა შეწირულობის სახით რიგ ორგანიზაციებში, რომლებიც ჟირინოვსკის პარტიიდან კონტროლდება. ასეთებია, მაგალითად, Российский союз свободной молодежи, Центр поддержки молодежных инициатив и Фонд поддержки безработной молодежи. როგორც ირკვევა, პარტიის პერმანენტული დაფინანსება დეპუტატების ვალდებულება ყოფილა და ამ მხრივ, ცნობილი შოვინისტი სლუცკი, ლიდერია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page