top of page

დუგინის სიმბოლოები, ანუ НЕДРУГ, КАК НЕДУГ (+video)

ამ „სასცენო სახეს“ დიდ ხანს ამზადებდნენ. მახსოვს დრო, როდესაც სადად შემოსილი, რაღაც რუსული ზღაპრის პერსონაჟი Старец-ვით ტიპი, რომელიც მწყობრად საუბრობდა. ე. წ. „მეორე ეტაპის“ დუგინს, უკვე სატელევიზიო თუ რადიოეთერებში იწვევდნენ და ფრთის შლაც, იქ დაიწყო. თუმცა, პროხანოვი, შევჩენკო და სხვა ბობოლა ანტიქართველების ჩრდილში იყო მაინც და დათმენა უწევდა. დღეს კი, უკვე ეტყობა, რომ მის იმიჯზე ზრუნავენ - სამოსი გაახლებულია, თმა უკვე დავარცხნილი, ალკოჰოლური სახეგაზელვაც, ისე მკაფიოდ აღარ იკითხება.. აი, ის „საფირმო“ წვერი კი, როგორც ჩანს, იმთავითვე იდო „ობრაზში“.


„ევრაზიული კავშირი“ და ორპოლუსიანი სამყარო, სადაც ერთი პოლუსი მოსკოვია, ყველამ ვიცით. დუგინი თვლის, რომ გლობალიზაცია, ესაა ვაშინგტონის მცდელობა გაიმყაროს ჰეგემონია ერთპოლუსიან სამყაროში. და რომ საჭიროა ამასთან დაპირისპირება. და რომ ეს მხოლოდ რუსეთს ხელეწიფება. რუსეთის ამჟამინდელ მდომარეობას, ის ლიბერალურ დიქტატურას უწოდებს, თუმცა, ცხადია, დიქტატორები დასავლელები არიან, რომელთაც ყველას ყველაფერი თავსმოახვიეს - ლიბერალური ეკონომიკა, კონსტიტუციური ნორმები, ადამიანის უფლებები და სხვა „უმსგავსობები“. „მათი მეცადინეობით, ყველა ერი ღირებულებათა ერთიან სისტემაზე უნდა შეთანხმდეს და რატომ?“ - კითხულობს იგი და აცხადებს, რომ რეალურად, ძალაუფლება აქვს მას, ვისაც გააჩნია ცოდნის წყაროს გასაღები. და დუგინის აზრით, დღეს რუსეთს დასავლელთა ინტელექტუალური ჰეგემონიის პირობებში უწევს ყოფნა. მისგან ხშირად გაიგებთ: „ცალპოლუსიანი სამყარო, რომელიც ბოლო დრომდე გქვონდა“. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ დღეს ეს ასე უკვე აღარაა.

„თეთრი ნაციონალიზმის“ შესახებ გსმენიათ? ესეც დუგინის „აღმოჩენაა“ და ეს ყველა მიმართულებით გაშვერილი და გადაჭდობილი ისრები, რომლებიც ფოტოზეა, სწორედ ამ კონცეფციის სიმბოლო გახლავთ. საკმარისია ცოტა დრო დახარჯოთ, მოიძიოთ და აღმოაჩენთ, რომ მათ ერთგვარი გასამხედროებული რაზმებიც ჰყავთ და ალბათ ოცნებობენ დროზე, როდესაც რუსთაველზე შეძლებენ გასეირნებას.


რა არის მათი იდეოლოგიური შიგთავსი? ნახეთ: დასავლეთი შეუქცევად და მზარდ კრიზიშია და ეს გლობალური წესრიგის დამღუპველი შედეგებია, რადგან წარმოადგენს დასავლური საზოგადოების უცუდესი ელემენტების დიქატატურას. რაღაც, მეცნო. ამ საკითებზე მსჯელობისას, დუგინი ასახელებს პოტენციურ მოკავშირებსა და მტრებს. მოკავშირეთა შორის, მას ეგულება: მემარცხენეთა და მემარჯვენეთაგან, ვინც უარზეა აღიაროს ამერიკის ჰეგემონია, ულტრალიბერალიზმი, სტრატეგიული ატლანტიზმი, ოლიგარქიული და კოსმოპოლიტიკური ფინანსური ელიტის ბატონობა, ინდივიდუალისტური ანთროპოლოგია და ადამიანის უფლებათა იდეოლოგია, ასევე ტიპიური დასავლური რასიზმი, მის ყველა გამოვლინებაში - ეკონომუკურ, კულტურულ, ეთიკურ, მორალურ, ბიოლოგიურ და ა. შ. - და რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ ევრაზიულ ძალებთან მრალავპოლუსიანობის, სოცოალ-ეკონომიკური პლურარიზმისა და ცივილიზაციათა შორის დიალოგის წარმართვის კუთხით. ესეც, კიდევ ერთი სიტყვების რახარუხი - რთულად აღსაქმელი, რეალურად უშინაარსო, ტერმინოლოგიითა თუ მეტაფორებით უხვად გაჯერებული ტექსტი, რომელსაც უბირი საზოგადოება მაგრად ძოვს და როგორც ვნახეთ, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ჩვენშიც. მეტი არაა ჩემი მტერი, მე დუგინის ნააზრების თარგმანებზე ვხარჯო დრო, მაგრამ თვალის ზერელე გადავლებაც კი საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ: შეთქმულების თეორიებით შეპყრობილი, კონსპიროლოგიით დაავადებული ელემენტი, რომელსაც კრემლი, დრომდე კარგად იხმარს მთავარი ამოცანის - სხვა ქვეყნებში ადამიანთა დაქსაქსულობის, საზოგადოებრივი არეულობის, იდეური თუ ფსევდორელიგიური დაპირისპირებების პროვოცირებისათვის. დღეს, ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ. ანალოგიური ვითარებაა მის სხვა „მიგნებასთან“ დაკავშირებითაც. ჯერ დასახელება ნახეთ: „მეექვსე კოლონა“.

ანდაც „მეოთხე პოლიტიკური თეორია“ - ეს სულ ამ ელემენტის ნარატივია.

დააკვირდით: დუგინი მიიჩნევს, რომ მთელმა მეოცე საუკუნემ სამი იდეოლოგიის ჭიდილში ჩაიარა. ყველაზე „ხნიერმა“ ლიბერალიზმა, ჯერ კომუნიზმთან შეკრა პირი, ფაშიზმი გაანადგურა, ხოლო მერე ყოფილ მოკავშირესაც მისდგა და აი, დღეს ის ჰეგემონია. აღარ არსებობს ალტერნატივა და ლოგიკურია, რომ მასებმა ადრე ნაცადი სისტემები გაიხსენონ - ვიღაც იტყვის, ამას ფაშიზმი ჯობდა. სხვა კი, კომუნიზმს ამჯობინებს. არადა, სინამდვილეში, მეოთხე იდეოლოგიური სწავლებაა დასანერგი, რომელიც წინ აყენებს ტრადიციას და არ ცნობს ინდივიდუალიზმისა და ადამიანის უფლებებს. კომუნიზმი და ფაშიზმი, მისთვის ლიბერალური საზოგადოების ნაცადი ალტერნატივებია, გესმით? ხოლო იდეოლოგიური დიქტატურა, მისაღები, თუ კი, ცხადია, ის რუსულ ყაიდაზეა. მოკლედ, ავადაა რა, და ამ თავის „ევრაზიაშიც“ თავის მსგავს ავადმყოფებს დაეძებს. და პოულობს, რაც საყურადღებოა. ჩვენ ხო, საერთოდ, მისი „უსაყვარლესი“ მხარე ვართ ამ „ევრაზიისა“. მართალია 2008 წელს რუსებს სტრატეგიული უპირატეობის გამყარება ფოთსა და ბათუმში ძალების განლაგებით უნდა დაესრულებინათ, მაგრამ არა უშავს. მაგის დროც მოვაო, სწამს.

საერთოდ, ეს ჩრდილოელი კეთილსმყოფელნი, რაღაც ქრონოკული სენივით გჭირს და ასე იქნება იმ დრომდე, ვიდრე ამგვარ ბნელ აზრებს მჩვენში არც გამსაღებელი აკლია და არც მუშტარი.

ერთი სიტყვით, დუგინისა და მისი აქაური დოსტების თემა უნდა დაიხუროს. აქ, უკვე ყველაფერი გარკვეულია და, მათ შორის, იმათთვისაც, ვინც, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით, საკითხს სათანადოდ არ იცნობდა და უშვებდა შესაძლებლობას, რომ დუგინის სმენა ღირს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page