top of page

ევროპა ჩვენი გაზაფხულისა

საქართველო კვლავაც ეუფლა ევროთასს. ეს ყველაფერი, უკვე გერმანიასთან მატჩის მერევე ცხადი გახლდათ და რკენას, რომელსაც კრასნოდარის მხარე მასპინძლობდა, სხვა დატვირთვაც მიეცა... და აქ საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირების ძველთა-ძველი „საკმაზი“ არ იგულისხმება - როგორც უნდა დასრულებულიყო შეხვედრა, სულ რომ მშრალად წაგვეგო, სტადიონზე მაინც საქარველოს სახელმწიფო ჰიმნი უნდა აჟღერებულიყო; დიქტორს, სულ რინგის კონფერანსიეს რიხით უნდა გამოეცხადებინა, რომ ევროპის თასის მფლობელი, საქართველოა და ის ყველასთვის ცნობილი We Are The Champions, სწორედ ჩვენი ბიჭების საპატივცემულოდ უნდა გაეშვათ. სწორედ ამიტომ სურდათ, თუ კი სურდათ, რუსებს მატჩის ჩაშლა, რადგან მერე, ყველაფერი ერთი ფორმალური სცენით, სადმე რომელიმე ოფისის საკონფერენციო ოთახში ამოიწურებოდა - იმ ჯარიმას და სანქიასაც, იოლად გადაიტანს ერი, რომლის გუნდიც, უწინდელ და არა ერთხელ მასხრადამგდებ მეტოქეს უნა ებურათვოს, და ცარიელი სტადიონით ხვდება. არ არის ეგ მათი თამაში და ათწლეულებში ერთხელ, რაღაც წესიერი გუნდის აშენება, მათი შესაძლებლობების უკიდურესი ზღვარია. გილოცავთ ბიჭებო! ვულოცავ მილტო ჰეიგს და მის შატბს! ვულოცავ ბატონ სვანიძესა და მის გუნდს! და ცხადია, ვულოცავ სრულიად საქართველოს!

ree

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page