top of page

ენგელსის 28 ნოემბერი

Updated: Feb 10, 2019

დიახ, 28 ნოემბერს კაცობრიობას ფრიდრიხ ენგელსი მოევლინა, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ამ დღეს, თუმცა რამდენიმე ასეული წლით ადრე, პარიზის პალე როლიალში შედგა მოლიერის პიესის, „გააზნაურებული მდაბიოს“ პრემიერა.

ქვეყანაში, სადაც ვაჭრუკანები ბიზნესმენები გახლავან, მოსამართლენი უსამართლონი, პოლიტიკოსები მსტოვრები, არისტოკრატები კომიკურები, ხოლო მდაბიონი სისხლს იცისფერებენ, ეს ყოველივე, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ძალიან სიმბოლურია

მაგრამ სიმბოლიზმი ახლა სრულიად უადგილოა, რადგან შესაძლოა საქმე მორიგ შეთქმულებასთან გვაქვს - საარჩევნო შეთქმულებასთან. და რაც ფრიად საგულისხმოა, დღეს, ამ ყველაფერში, მხოლოდ მმართველი ძალაა დაინტერესებული. მისი ინტერესები იმდენად მკაფიოა, რომ თვალის ერთი შევლებითაც ჩანს.

ის, რაც თბილისის მერს დაემართა და რასაც, ჯიუტად, წამოცდენას არქმევენ, „ფორმალურად“ შესაძლოა წარმოადგენს კიდეც მას, მაგრამ რეალურად, ეს ძალიან ღრმა მენტალური პრობლემის გამოვლინებაა.

ის რომ მენტალურად მზადმყოფი ადამიანები საარჩევნო მაქინაციებს არ მიმართავენ, ცალკე თემაა, მაგრამ ახლა, აქ საქმე გვაქვს ინდივიდთან, რომელიც ვერც კი აცნობიერებს ამ „საიდუმლოს“ მნიშვნელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ და ვერ წამოცდებოდა, მაგრამ მისი მენტალიტეტი ამ „სიღრმეებში“ ჩასვლას ვერ გუობს. და საერთოდაც, ვეჭვობ მას საარჩევნო პროცესი, როგორც დემოკრატიის საფუძველი, მთლად კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული. ამასვე ადასტურებს მისივე განცხადება, თითქოს, აი, ევროპაში რუსი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტად არ უნდათო. ცხადია, ეს ამომრჩეველზე ზემოქმედების ცდაა და ამაში არაჩვეულებრივი და აღმაშფოთებელი ბევრი არაფერია, მაგრამ დააკვირდით: კალაძის აზრით, გადამწყვეტი მნიშველობის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი რუმინელი ევროპარლამენტარის აზრი და, კარგით - მთელი ევროპარლამენტარების აზრი, და არა თვით ქართველი ხალხისა. ამ რუმინელთან დაკავშირებით, ვერც კარგს მოგახსენებთ და ვერც ცუდს - წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რაღაც ძალიან კარგად რომ „ჩაჯდა სცენარში“, ესეც ფაქტია. მისი ეს რუმინელობაც მარკერია ერთგვარი - პოსტსაბჭოთა ინდივიდის ასეთ განცხადებაზე დაყოლიება ბევრად იოლია, ვიდრე დასავლელი დემოკრატისა, რომელიც ვერც წარმოიდგენს და ვერც დაუშვებს რეზოლუციაში ამ ტიპისა და შინაარსის აბზაცს - ეს შიდა საქმეებში ჩარევა და ამომრჩეველზე ზემოქმედებაა, რაც, უკვე მის მენტალიტეტში არ (ვერ) ჯდება.

ამას არც ჩეხი იკისრებდა და არც პოლონელი.

რუმინელმა იკისრა.

მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ჰოპოთეზაა, თუმცა საკმარისია მოვლენათა ქრონოლოგიას გადავხედოთ და, გეგონება სცენარს მისდევენო.

ვნახოთ - ვის რა წამოცდა არაა მნიშვნელოვანი. ჯერ-ჯერობით, თარიღი ოფიციალურად არ დასახელებულა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page