top of page

ერთი პეშვი დაცინვა

„ჯორგიან მარგანეცი“ ან ტრაგედიასთან მიმართებაში ჟღერს, ან რაიმე წარუმატებლობის. ახლა, უკვე, ამ ნიშნითაც „გამოირჩა“. მოსალოცი ბართი და ერთი პეშვი კანფეტი - ეს ნობათი კომპანიამ მაღაროელებს საახალწლოდ ჩამოუირიგა - ყველამ ვნახეთ. სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საერთოდ არაფერი ეჩუქებინათ, აჯობებდა. კი, მერე იტყოდნენ, ერთი მუჭა კანფეტი რა გახდა, რომ ისიც არ გვარგუნესო, მაგრამ მართლა ერთ მუჭას არ იგულისხმებდნენ, ალბათ. როგორ გგონიათ, მაღაროში ერთ ცვლაში უფრო მეტ მტვერს და უბედურებას სუნთქავენ მეშახტეები, ვიდრე ეს ერთი პეშვი, დაბალი ხარისხის კანფეტია, თუ ნაკლებს?

ree

ცხადია, ხალხმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და პროტესტის ნიშნად კომპანიის ოფისთან მისულებმა, კანფეტები ირგვლივ მიმოფანტეს. ამ დრომდე, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ ვის კრეატიულ თავში დაიბადა ეს გენიალური იდეა.. კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page